თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1689,
კომენტარები: 8
მოურინიომ FA მიკერძოებაში დაადანაშაულა
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ საფეხბურთო ფედერაცია მწვრთნელებს მიკერძოებულად ეპყრობა.
მოურინიომ FA მიკერძოებაში დაადანაშაულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მიკერძოებაში დაადანაშაულა.

მოურინიომ ინგლისის თასის შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რისი მიზეზიც პრემიერ ლიგის მატჩში წყლის ბოთლისთვის ფეხის დარტყმა იყო, რასაც არასათანადო ქმედების კვალიფიკაცია მიენიჭა.

თავისი სასჯელის კომენტირებისას მოურინიომ ასოციაციას თანმიმდევრულობისაკენ მოუწოდა.

"მე მხოლოდ ის მინდა, რომ წესები ყველასთვის ერთნაირი იყოს. ბოლო ინციდენტს გადავხედოთ. წყლის ბოთლს დავარტყი ფეხი. ეს დაუშვებელია. ამის გამო გაძევებას ვიმსახურებ. და მსჯიან კიდეც.

მზად ვარ შევეგუო, რომ გაძევებაა. ფოტოებს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ ერთი სიტყვაც არ მითქვას, არაფერი მომიმოქმედებია, როცა მსაჯი მოვიდა. ასევე დავეთანხმე ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას. მაგრამ ასე უნდა იყოს ყველა მწვრთნელისთვის. წესები ერთნაირი უნდა იყოს",
- აცხადებს ჟოზე.

მოურინიოს მინიშნება მის "არსენალელ" კოლეგას, არსენ ვენგერს ეხება, რომელმაც 2009 წელს "იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში ასევე ბოთლისთვის ფეხის დარტყმის გამო დატოვა ტექნიკური ზონა. თუმცა "მეთოფეების" მწვრთნელმა მაშინ არა მარტო დისკვალიფიკაცია აირიდა თავიდან, არამედ მსაჯებისგან ოფიციალური მობოდიშებაც მიიღო.

ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Gigo
4 დეკემბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Chven imena yvela gvwvavs amati araswori dediko shevawuxet
1
№2
ავტორი: shotkin
4 დეკემბერი 2016 12:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
წელს რო ყველა ჩვენ წინაარმდეგა უკვე ამას მანჩესტერის ნებისმიერი გულშემატკივარი ხვდება და გრძნობს , ზეწოლაა პრესიდან , ზეწოლაა ფა დან ზეწოლაა მსაჯებიდან, მოუსი მესმის კარგი გუნდი ყავს და რარაც დოზიტ განვითარდნენ და უფრო კარგი შედეგი უნდა იდოს მარა მოუც უნდა ეცადოს რო ნაკლები სალაპარაკო და ხმაური მისცეს ჯურნალისტებს ფა ს იმიტორო ესყველკაფერი სიევ გუნზე ზეწოლას ახდენს და ნეგატიურია, ალბატ ეს პერიოდიც გაივლის მეჩვენება რო ვიღაცას ზემოთ მოუს მორჯულება ან მსგავსი რამ უნდა და მოურინიო ჯიუტ ადამიანდ არის გამოყვანილი რომელიც თავის ხასიათს არღალატობს და არეშვება თავის სტილს, ალბატ ყველაფერი ჩაწყნარდება ნელ ნელა და ესუფრო სწრაფად მოხდება ტუ მანჩესტერის არცერთი წარმომადგენელი მიზეზს არმიცემს არავის არაფერზე . ჯერიყო პოგბაზე ზეწოლა ამრა ათამაშდა და მიწყნარდა პრესა ეხლა მოუა აქტუალური და ჯობია დამშვიდდეს არ გვაწყობს ზედმეტი აჟიოტაჟი და წნეხი
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
4 დეკემბერი 2016 12:48
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
უმწვრთნელოდ დავრჩებით )))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 დეკემბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გასაგებია რო წელს მანჩესტერს და მოურინიოს FA არ ექცევა მთლად სამართლიანად, მარა სანამ კიდე რამეს მოუგონებენ ჯობია გაჩერდეს თორე სულ ფარია იდგება ტექნიკურ ზონასთან მთელი სეზონი
0
№5
ავტორი: giorgiginturi
4 დეკემბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ჩვენზე ზეწოლა ფერგის წასვლის მერე დაიწყო ხშირად და ეხლა უფრო მკვეთრად ჩანს ყველაფერი.....
ამას დიდი ხანია ვხვდები და ვამბობ belay
0
№6
ავტორი: ikeoni
4 დეკემბერი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Martaliaa mere
0
№7
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2016 13:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდე რამეს შესტენიან ამის გამო
0
№8
ავტორი: gela-manutd
4 დეკემბერი 2016 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მსაჯობა რო მაგრადაა გათესლებული ფაქტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top