თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2016, 21:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2171,
კომენტარები: 16
მოურინიო: "უგულებელყოფას არავინ იმსახურებს"
ჟოზე მოურინიოს ყველასთვის სურს შანსის მიცემა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მონდომება და პროფესიონალიზმი შეაქო და აღნიშნა, რომ გუნდის ყველა წევრი იმსახურებს თავის გამოჩენის შანსს.

"ვესტ ჰემთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რაშიც მონაწილეობა ვერ მიიღეს მემფის დეპაიმ და ეშლი იანგმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ სწუხს ფეხბურთელების მატჩს მიღმა დატოვებაზე.

"ოთხშაბათს სასტუმროში ვიყავი და ჩემი ასისტენტი მოვიდა სავარჯიშო კომპლექსზე, რათა ის ხუთი ფეხბურთელი ევარჯიშებინა, ვინც მატჩს მიღმა დარჩა. როცა მოვიდნენ, ის მითხრეს, რასაც ველოდი - მემფის დეპაიმ, ეშლი იანგმა, მარუან ფელაინი და სხვა აურჩეველმა ფეხბურთელებმა საოცარი თავდადება და პროფესიონალიზმი გამოავლინეს, ასე რომ, მათი დატოვება მიმძიმს.

როტაციის გამო ერთ დღეს ერთს ვათამაშებ, მეორე დღეს კი სახლში დავტოვებ, მერე სათადარიგოთა სკამზე დავსვამ - არავინ იმსახურებს უგულებელყოფას. არავის უარვყოფ, რადგან ამას არ იმსახურებენ. მათი შრომიდან გამომდინარე, არ დაუმსახურებიათ.

გავიგებ, თუკი სეზონის გარკვეულ ეტაპზე ისინი აღშფოთებას გამოხატავენ და ვეცდები გავაცნობიერო, თუკი ვინმე მეტყვის, რომ ამ აღშფოთებამ წასვლა გადააწყვეტინა. ჩემთვის ძალიან კომფორტული მდგომარეობაა გუნდში, მაგრამ მათი მატჩს მიღმა დატოვება მიჭირს",
- განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
3 დეკემბერი 2016 21:15
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ წინასწარ გვაპარებს შემადგენლობას :33

ამ ლოგიკით ძირითად შემადგენლობას ვერ ჩამოაყალიბებ.. გუნდს სტაბილური 11-ეული უნდა ჰყავდეს და არამგონია ყველა ერთნაირი იყოს... არამგონია თუნდაც ფელაინის ადგილი იყოს გუნდში ან ეშლი იანგის..
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: shotkin
3 დეკემბერი 2016 21:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ფელა კიდე ევასება ამას ეტყობა მარა დიდი არაფერის მოცემა არშეულია ფელას და იანგი სუფთა გასაყიდი იგროკია ასევე ბევრიც მიყვება წელსვე უნდა გამონახოს ის 11 კაცი ძირითადის ვინც დაიწყებს თამაშებს 11 თუ ვერა 9 მაინც უეჭველი
0
№3
ავტორი: ნიკუშა
3 დეკემბერი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
მემფისი შეიძლება დააყენოს შრმადგენონაში ისე აჭიკჭიკტა რომ უეჭველი ათამშებს
0
№4
ავტორი: gela-manutd
3 დეკემბერი 2016 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მერე რა შეეცი ამ დეპაი შვაინას ათამაშე
0
№5
ავტორი: shotkin
3 დეკემბერი 2016 22:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დეპაი, შნეიდერლენი ფელაინი როხო იანგი დარმიანი მოაცილე რა გუნდიდან
0
№6
ავტორი: I K A
3 დეკემბერი 2016 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
იქემდე მიდის საქმერო ფელაინიუნდა დააყენოს მგონი სასტავში გულს არტკენს არავის რაა winked
0
№7
ავტორი: უეინ რუნი
3 დეკემბერი 2016 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ჯონსტონი შნეიდერლინი დარმიანი იანგი უნდა გაყიდოს და დეპაი სადმე იჯარით გაუშვას/ ფელაინი კი მაინც საჭიროა ზამენაზე უნდა იყოს ბოლო წუთებზე როცა გუნდი თავს იცავს მაშინ უნდა შემოიყვანოს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2016 23:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გასაგებია რო ყველას ვერ ათამაშებს მარა თითქმის არასდროს არ ვეთანხმები ხოლმე მე პირადად მოუს დაყენებულ შემადგენლობას, ევერტონთანაც რაღაცა არ მოიგონოს ნეტა derpwhy
1
№9
ავტორი: SolomonKane
3 დეკემბერი 2016 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ლინგარდი არ უნდა პარპაშებდეს სასტარტო შემადგენლობაში !!!!!!!!!!!
2
№10
ავტორი: giorgi_mg
3 დეკემბერი 2016 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საკმაოდ გულახდილად საუბრობს და მართალიც არის, ძნელია ამდენი კარგი ფეხბურთელის ყოლა გუნდში, მაგრამ კარგი მენეჯერი იმისთვისაა საჭირო რომ არ აგიბუნტდეს გუნდი და ისე დაარასკლადო რომ ყველა კმაყოფილი იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top