თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2016, 10:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3398,
კომენტარები: 22
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩის პრევიუ.
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "გუდისონ პარკი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-14 ტური
თარიღი: კვირა, 4 დეკემბერი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ევერტონი"

ტრავმირებულები: ბეშიჩი, პენინგტონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ქლევერლი, პიიენარი
განაცხადი: Stekelenburg, Robles, Williams, Funes Mori, Jagielka, Coleman, Baines, Oviedo, Holgate, Gueye, McCarthy, Barry, Cleverley, Davies, Barkley, Bolasie, Mirallas, Deulofeu, Lennon, Lukaku, Valencia, Kone.

ჯეიმს მაკკარტიმ ტრავმა მოირჩინა და გუნდის დასახმარებლად მზად არის, მაგრამ უცნობია, მოხვდება თუ არა შემადგენლობაში. ლაზარეთში რჩებიან მუჰამედ ბეშიჩი და მეთიუ პენინგტონი


"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, ბაიი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: რუნი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw, Valencia, Carrick, Herrera, Mkhitaryan, Fellaini, Pogba, Lingard, Mata, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rashford, Ibrahimovic

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს უბრუნდებიან მარუან ფელაინი და პოლ პოგბა, ჟოზე მოურინიოს კი კვლავ შეუძლია მოედნის კიდედან გუნდის ხელმძღვანელობა. გუნდის კაპიტანი თავის ყოფილ გუნდთან ვიზიტს მეხუთე გაფრთხილების მიღების გამო გამოტოვებს. ვერ ითამაშებენ ლუკ შოუ, ერიკ ბაიი და კრის სმოლინგიც, რომელთაც ტრავმა აქვთ.


"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ევერტონი"


მე-7 ადგილი, 19 ქულა

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა:წ-მ-წ-ფ-წ

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ევერტონმა" მხოლოდ 1 მატჩი მოიგო პრემიერ ლიგის ბოლო 8 შეხვედრიდან - +1=3-4

თუმცა, "კანფეტები" პრემიერ ლიგის იმ ოთხ გუნდს შორის ერთ-ერთია, რომელსაც თავის მოედანზე ჯერ არ მატჩი არ წაუგია +3=3

კუმანის გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ დაფარა უფრო მეტი მანძილი, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ, რაც "სუონსისთან" შეხვედრაში მოახერხეს. ეს ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 20 ქულა

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა:წ-ფ-მ-ფ-ფ

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" 13 ტურის შემდეგ 20 ქულა აიღო, რაც პრემიერ ლიგასა და 1990 წლის შემდეგ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.

მოურინიოს გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო +2=5-3

"წითელმა" ეშმაკებმა პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 4-ში მოახერხეს ერთ გოლზე მეტის გატანა - "ბარნლისაც" ზუსტად ასეთი მაჩვენებელი აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული პირველი 13 მატჩიდან მოურინიომ 3 წააგო. მისი მეოთხე მარცხი "ჩელსიში" მუშაობისას მხოლოდ 68-ე მატჩში განიცადა.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეებისა და მწვრთნელების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ევერტონი"


წამყვანი ბომბარდირი: ლუკაკუ - 7 გოლი (7 ლიგაში)

რომელუ ლუკაკუმ პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 6 უგოლო მატჩი ჩაატარა "ევერტონის" რიგებში. ეს მისთვის ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი" სერიაა ჩემპიონატის ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ ნაჩვენებ შედეგებთან შედარებით.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 11 გოლი (7 ლიგაში)

პრემიერ ლიგის ეგიდით თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში უეინ რუნიმ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა მან ეს "გუდისონ პარკზე" გასულ სეზონში ჩატარებულ მატჩში გააკეთა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. ეს ორზე მეტჯერ მეტია, ვიდრე მისი უახლოესი კონკურენტი თანაგუნდელების ხუან მატასა და მარკუს რეშფორდის შედეგები - ორივეს სამი გოლი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ დუეტს არ შეუქმნია იმდენი მომენტი ერთმანეთისთვის, რამდენიც პოლ პოგბამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შექმნეს - 16.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 193-ჯერ შეხვდნენ. "ევერტონმა" 66-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 85-ჯერ, ხოლო 42 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო (1 ფრე), მათ შორისაა ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ენტონი მარსიალმა გამარჯვების გოლი ბოლო დამატებულ წუთზე გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "გუდისონ პარკზე" 15 გამარჯვება მოიპოვა. ამ ტურნირის ისტორიაში არცერთ გასვლით მატჩში არ მოუპოვებია უფრო მეტი გამარჯვება.

"გუდისონ პარკზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 "ევერტონის" გამარჯვებით დასრულდა (1 წაგება), თუმცა მანამდე ჩატარებულ 20 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ დაამრცხეს "იუნაიტედი".

ამ გუნდებს შორის ჩატარებულ შეხვედრაში ყველა უხვგოლიანი მატჩი 1977 წლის "ბოქსინგ დეიზე" შედგა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6-2 იმარჯვა.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ევერტონი" - 57 მოგება, "იუნაიტედი" - 77 მოგება, ფრე - 40.

პრემიერ-ლიგა "ევერტონი" - 8 მოგება, "იუნაიტედი" - 33 მოგება, ფრე - 7.


"ევერტონის" სტადიონი"


ლიგა: "ევერტონი" - 41 მოგება. "იუნაიტედი" - 27 მოგება, ფრე - 19 .

პრემიერ-ლიგა: "ევერტონი" - 6 მოგება. "იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 3

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"ევერტონი" 0-3 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 2015 წელი, 17 ოქტომბერი
სწრებადობა: 39553
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლის ავტორები "იუნაიტედის" რიგებში: შნეიდერლინი 18', ერერა 22', რუნი 62'

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები:


"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა:


"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი განსაჯა და 47 ყვითელი.

გვერდითი მსაჯები: გერი ბესუიკი, სტივ ბენეტი
სათადარიგო არბიტრი: პოლ ტირნი
მატჩის წინ
22 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2016 11:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პოგბა-იბრას წყვილი მართლაც გამოსარჩევია ყოველთვის, მაგრამ იმდენად პოგბა ვერ უგებს კარგად სხვებს, რამდენადაც იბრა ყველას. ძალიან ადვილად შეეწყო გუნდს და მისი პასები ხომ ძალიან მაგარია ხოლმე. ამას მატაც ემატება, როცა ერთი შეხებით თამაშობენ და კარგ პოზიციაზე გაჰყავთ, მაგრამ მერე ისევ იბრა ან სხვები ვერ იყენებენ მომენტს. წელს ბევრი ლამაზი ბურთი უნდა გაგვეტანა, კომბინაციური და ინდივიდუალურიც, მაგრამ ვერ გვირგვინდება გოლით.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gela-manutd
3 დეკემბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ძნელი იქნება მარა უნდა მოვიგოთ
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოგება აუცილებელია, მაგრამ ურთულესი თამაში გვექნება. რუნიზე ძაან გული მწყდება, რომ ამ მატჩს გამოტოვებს. ძლივს რაღაცა მოინდომა, ძველ რუნის დაემსგავსა და მაინცდამაინც ეხლა ვერ ითამაშებს.


მსაჯი............................ derpwhy
0
№4
ავტორი: chudikone
3 დეკემბერი 2016 14:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი მესმის პრევიუ pokerface

რუნის გოლს ველოდები cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2016 14:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სამი ქულა აუცილებლადაა წამოსაღები. ეს თვე მაინც ჩავატაროთ კარგად
0
№6
ავტორი: The AnsweR
3 დეკემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ციტატა: chudikone
აი მესმის პრევიუ pokerface

რუნის გოლს ველოდები cerealguy

არ იქნება რუნი
0
№7
ავტორი: Gigo
3 დეკემბერი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Mjera rom 4-0 movigebt
0
№8
ავტორი: LASHQARA
3 დეკემბერი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყველაზე მაგრად ტეხავს რომ ამ თამაშს რუნი გამოტოვებს დანარჩენი ყველაფერი კარგად წავა, დე ხეაზე ბევრი იქნება დამოკიდებული ამ თამაშში და მაგრად ასწორებს როცა საიმედო მეკარე გყავს გუნდში, ლუკაკუ მაგარ მომენტებს ქმნის ყოველთვის და ჩვენი დაცვის შემხედვარე მეკარეზე ბევრი იქნება დამოკიდებული განსაკუთრებით ამ თამაშში... love ჩვენ რო გოლს გავიტანთ მაგაზე ორი აზრი არაა 0-1 1-1 მგონია winked am
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2016 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ სტაბილურობა მოიპოვა გუნდმა წესით ეს თამაში უნდა მოვიგოთ, თუ არადა დავრჩით მარად არასტაბილური ამ სეზონში
0
№10
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2016 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Darwmunebuli var movigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top