პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩის პრევიუ.
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "გუდისონ პარკი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-14 ტური
თარიღი: კვირა, 4 დეკემბერი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)
"ევერტონი"
ტრავმირებულები: ბეშიჩი, პენინგტონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ქლევერლი, პიიენარი
განაცხადი: Stekelenburg, Robles, Williams, Funes Mori, Jagielka, Coleman, Baines, Oviedo, Holgate, Gueye, McCarthy, Barry, Cleverley, Davies, Barkley, Bolasie, Mirallas, Deulofeu, Lennon, Lukaku, Valencia, Kone.
ჯეიმს მაკკარტიმ ტრავმა მოირჩინა და გუნდის დასახმარებლად მზად არის, მაგრამ უცნობია, მოხვდება თუ არა შემადგენლობაში. ლაზარეთში რჩებიან მუჰამედ ბეშიჩი და მეთიუ პენინგტონი
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ბაიი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: რუნი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw, Valencia, Carrick, Herrera, Mkhitaryan, Fellaini, Pogba, Lingard, Mata, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rashford, Ibrahimovic
დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს უბრუნდებიან მარუან ფელაინი და პოლ პოგბა, ჟოზე მოურინიოს კი კვლავ შეუძლია მოედნის კიდედან გუნდის ხელმძღვანელობა. გუნდის კაპიტანი თავის ყოფილ გუნდთან ვიზიტს მეხუთე გაფრთხილების მიღების გამო გამოტოვებს. ვერ ითამაშებენ ლუკ შოუ, ერიკ ბაიი და კრის სმოლინგიც, რომელთაც ტრავმა აქვთ.
"ევერტონი"
მე-7 ადგილი, 19 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა:წ-მ-წ-ფ-წ
"ევერტონმა" მხოლოდ 1 მატჩი მოიგო პრემიერ ლიგის ბოლო 8 შეხვედრიდან - +1=3-4
თუმცა, "კანფეტები" პრემიერ ლიგის იმ ოთხ გუნდს შორის ერთ-ერთია, რომელსაც თავის მოედანზე ჯერ არ მატჩი არ წაუგია +3=3
კუმანის გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ დაფარა უფრო მეტი მანძილი, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ, რაც "სუონსისთან" შეხვედრაში მოახერხეს. ეს ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 20 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა:წ-ფ-მ-ფ-ფ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 13 ტურის შემდეგ 20 ქულა აიღო, რაც პრემიერ ლიგასა და 1990 წლის შემდეგ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.
მოურინიოს გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო +2=5-3
"წითელმა" ეშმაკებმა პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 4-ში მოახერხეს ერთ გოლზე მეტის გატანა - "ბარნლისაც" ზუსტად ასეთი მაჩვენებელი აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული პირველი 13 მატჩიდან მოურინიომ 3 წააგო. მისი მეოთხე მარცხი "ჩელსიში" მუშაობისას მხოლოდ 68-ე მატჩში განიცადა.
მოთამაშეებისა და მწვრთნელების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ევერტონი"
წამყვანი ბომბარდირი: ლუკაკუ - 7 გოლი (7 ლიგაში)
რომელუ ლუკაკუმ პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 6 უგოლო მატჩი ჩაატარა "ევერტონის" რიგებში. ეს მისთვის ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი" სერიაა ჩემპიონატის ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ ნაჩვენებ შედეგებთან შედარებით.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 11 გოლი (7 ლიგაში)
პრემიერ ლიგის ეგიდით თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში უეინ რუნიმ მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა მან ეს "გუდისონ პარკზე" გასულ სეზონში ჩატარებულ მატჩში გააკეთა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. ეს ორზე მეტჯერ მეტია, ვიდრე მისი უახლოესი კონკურენტი თანაგუნდელების ხუან მატასა და მარკუს რეშფორდის შედეგები - ორივეს სამი გოლი.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ დუეტს არ შეუქმნია იმდენი მომენტი ერთმანეთისთვის, რამდენიც პოლ პოგბამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შექმნეს - 16.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 193-ჯერ შეხვდნენ. "ევერტონმა" 66-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 85-ჯერ, ხოლო 42 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო (1 ფრე), მათ შორისაა ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ენტონი მარსიალმა გამარჯვების გოლი ბოლო დამატებულ წუთზე გაიტანა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "გუდისონ პარკზე" 15 გამარჯვება მოიპოვა. ამ ტურნირის ისტორიაში არცერთ გასვლით მატჩში არ მოუპოვებია უფრო მეტი გამარჯვება.
"გუდისონ პარკზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 "ევერტონის" გამარჯვებით დასრულდა (1 წაგება), თუმცა მანამდე ჩატარებულ 20 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ დაამრცხეს "იუნაიტედი".
ამ გუნდებს შორის ჩატარებულ შეხვედრაში ყველა უხვგოლიანი მატჩი 1977 წლის "ბოქსინგ დეიზე" შედგა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6-2 იმარჯვა.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "ევერტონი" - 57 მოგება,
"იუნაიტედი" - 77 მოგება, ფრე - 40.
პრემიერ-ლიგა "ევერტონი" - 8 მოგება,
"იუნაიტედი" - 33 მოგება, ფრე - 7.
"ევერტონის" სტადიონი"
ლიგა: "ევერტონი" - 41 მოგება.
"იუნაიტედი" - 27 მოგება, ფრე - 19 .
პრემიერ-ლიგა: "ევერტონი" - 6 მოგება.
"იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 3
გასული წლის ანალოგიური შეხვედრა
"ევერტონი" 0-3
"მანჩესტერ იუნაიტედი"თარიღი: 2015 წელი, 17 ოქტომბერი
სწრებადობა: 39553
მსაჯი: ჯონათან მოსი
გოლის ავტორები "იუნაიტედის" რიგებში: შნეიდერლინი 18', ერერა 22', რუნი 62'
მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები:
გუნდების შემადგენლობა:
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი განსაჯა და 47 ყვითელი.
გვერდითი მსაჯები: გერი ბესუიკი, სტივ ბენეტი
სათადარიგო არბიტრი: პოლ ტირნი