თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2016, 10:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1565,
კომენტარები: 8
იბრაჰიმოვიჩი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს
ხმა მიეცით პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს.
იბრაჰიმოვიჩი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ექვსკაციან სიაში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ფეხბურთელი მეტ ფილიპსი, "სანდერლენდის" წევრი ჯორდან პიკფორდი, "ჩელსის" დუეტი პედრო და დიეგო კოშტა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუეროც მოხვდნენ.

თვის საუკეთესო ფეხბურთელს პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, თუმცა მხოლოდ გულშემატკივართა ხმა არ გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. არჩევანს პრემიერ ლიგის ექსპერტები და გუნდის კაპიტნებიც გააკეთებენ.

ხმის მიცემა 5 დეკემბერს შეწყდება, გამარჯვებული კი 9 დეკემბერს გამოცხადდება.

წყარო: premierleague.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2016 11:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კოშტას წელს რა კარგი სეზონი აქვს love არ მინდა ვთქვა, აგუეროს უმართლებს ზედმეტად და მაგიტომ იტანს ამდენ გოლს ან რაღაც მსგავსი, მაგრამ მართლა რომ უმართლებს? ისე უმაღლესი დონის ფორვარდია, საუკეთესოც კი შეიძლება იყოს დღეს პრემიერ ლიგაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: RojoDiablo
კოშტას წელს რა კარგი სეზონი აქვს love არ მინდა ვთქვა, აგუეროს უმართლებს ზედმეტად და მაგიტომ იტანს ამდენ გოლს ან რაღაც მსგავსი, მაგრამ მართლა რომ უმართლებს? ისე უმაღლესი დონის ფორვარდია, საუკეთესოც კი შეიძლება იყოს დღეს პრემიერ ლიგაში.

Zogadad citys umartlebs bolo tamashebia
0
№3
ავტორი: gela-manutd
3 დეკემბერი 2016 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კოშტა წელს ძაან მაგარია
2
№4
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2016 14:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ფანების გამოკითხვაა, იმდენი ვართ შეიძლებე მოიგოს კიდეც wink

კოშტა ისე თამაშობს ყოველ თვე მაგას უნდა ჰქონდეს. აგუერომ რო აახიოს ბომბარდირობა ძაან დიდი უსამართლობა იქნება
0
№5
ავტორი: IBRA-KADABRA
3 დეკემბერი 2016 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
კოშტა იმენა ცხოველია
0
№6
ავტორი: dybbuk
3 დეკემბერი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
იბრას მარტო იმიტო ეკუთვნის რო კაცი 35 წლისაა და ესეთ არასტაბილურ გუნდში ამდენის გატანა მოახერხა
0
№7
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2016 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia ibra moigebs ❤️
0
№8
ავტორი: stepno
3 დეკემბერი 2016 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სასწაული ფეხბურთელია რა უბერებელიაა ყველას უმტკიცებს რომ 30 წლის მერე და 32-33 წლის მერეც შეიძლება მაღალ დონეზე თამაში, უბრალოდ მთავარია მონდომება და რწმენა საკუთარი ტავის რაც იბრას არ აკლია არცერთი smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top