"მანჩესტერ იუნაიტედს" დამატებით რვა მილიონის გადახდა მოუწევს, თუკი ენტონი მარსიალი 25 გოლს გაიტანს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სალარო რვა მილიონი ფუნტით შეიძლება შემცირდეს, თუკი ენტონი მარსიალი კიდევ ოთხი გოლის გატანას მოახერხებს.
გასულ ზაფხულს "მონაკოდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა 17 გოლი გაიტანა პირველ სეზონში, მაგრამ ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ მარსიალის საქმე არც ისე წარმატებით მიდის.
თუმცა გამონაკლისი იყო ლიგის თასზე "ვესტ ჰემთან" მატჩი, რომელშიც ფრანგმა დუბლი შეასრულა. ამრიგად, მას "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩატარებულ 63 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.
"მონაკოსა" და "იუნაიტედს" შორის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ დადებული კონტრაქტის მიხედვით, "მონაკო" ფეხბურთელში აღებულ თანხაზე დამატებულ 8 მლნ. ფუნტს მიიღებს, თუკი ენტონი 25-გოლიან ნიშნულს მიაღწევს.
დამატებით 8 მლნ. ფუნტს კი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მარსიალი 25 მატჩს ჩაატარებს საფრანგეთის ნაკრებში, რამდეც მხოლოდ 10 შეხვედრა უკლია.
ხოლო, თუ ოქროს ბურთის ნომინანტი გახდება, "იუნაიტედმა" კიდევ 8.4 მლნ. ფუნტი უნდა გადაუხადოს ფრანგულ კლუბს.
წყარო:
exoress