თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2016, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2195,
კომენტარები: 8
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატება პრემიერ ლიგაში მხოლოდ დროის საკითხია, რადგანაც მისი გუნდი კარგად თამაშობს.

ლიგის თასზე "ვესტ ჰემის" დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მას არასდროს ჰყოლია გუნდი, რომელიც ამდენ მომენტს ქმნიდა. "წითლები" ევროპულ და შიდა სათასო მატჩებში კარგ შედეგს აჩვენებენ, მაგრამ ჩემპიონატში იგივე შედეგი არ არის, მიუხედავად დომინირებადი თამაშისა.

"ევერტონთან" მატჩის წინ მოურინიოს ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა მისი გუნდი "ჩაქუჩებთან" მიღწეული წარმატების გამეორებას.

"ყოველთვის ამას ველი, ჩვენ ხომ კარგად ვთამაშობთ. ხანდახან, როცა კარგად ვერ თამაშობ, იმედი გაქვს, რომ რაღაც მოხდება და გოლს გაიტან - სტანდარტული, კუთხური, შეცდომა, ინდივიდუალური მოქმედება.

მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება, რადგან ძალიან კარგად ვთამაშობთ და იმდენს ვქმნით, რომ ნორმალურ შემთხვევაში გოლები უნდა გადიოდეს და მატჩებს ვიგებდეთ. სათასო მატჩებში ამას ვაკეთებთ: ოთხი "ფეიენოორდთან", ოთხი "ფენერბაჰჩესთან", ოთხი "ვესტ ჰემთან". პრემიერ ლიგაში კი, გარდა "ლესტერთან" გატანილი ოთხი და "სუონსისთან" სამი გოლისა, მატჩები ფრედ ან ერთი გატანილი გოლით სრულდებოდა",
- განაცხადა მოურინიომ.

"იუნაიტედი" თასის მატჩში მიღწეული წარმატების გამეორებას ამჯერად "გუდისონ პარკზე" ეცდება, სადაც მოურინიოს არც ისე სასიამოვნო მოგონებები აქვს.

"ევერტონი" "ევერტონია". მე მარტინესის "ევერტონის", მოიესის "ევერტონის" წინააღმდეგ მითამაშია და ყოველთვის რთული იყო.

ყოველთვის მშვენიერი ატმოსფეროა დიდებული გულშემატკივრებითა და დიდებული სტადიონით, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია, რამეთუ ეუსებიომ 1966 წლის მსოფლიო თასზე ოთხი გოლი გაიტანა იქ.

ბევრი დიდებული მატჩი ჩამიტარებია. რამდენიმე მათგანი წავაგე, რამდენიმე მოვიგე, მაგრამ ყოველთვის დიდებული მატჩები იყო. "იუნაიტედის" თამაშის სტილის შერწყმა "ევერტონის" მუდმივი სათაშო სტილის მცდელობასთან, ძალიან კარგ მატჩს გვპირდება".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
2 დეკემბერი 2016 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
წესტჰემთან მოგება იმას არ ნიშნავს რო ვსო მოგვარდა ყველაფერი ამ სეზონში არაფერია ვესტჰემი მთავარია ძლიერებთან სიტი არსენალი ლივერპული ჩელსი ამათან არ ვკარგოთ ქულები
1
№2
ავტორი: dachi_mu
2 დეკემბერი 2016 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
kidev vidzaxi mtavaria eseti tamashi gavagrdzelot,meti araferi araa ra shedegi mova,zafxulshu ramdenime transferic da egaa :)
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2016 23:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნელნელა გუნდს ემსგავსება. მომენტების გამოყენება ისწავლონ მთავარია და ესეთი დასანანი ფრეები არ გვექნება
0
№4
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2016 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Darwmunebulebi iyavit ro movigebt
0
№5
ავტორი: Chaxrux
3 დეკემბერი 2016 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
მარსიალი რეშფორდი

მემფისი პოგბა პერეირა

ჰერერა კერიკი

შოუ სმოლინგი ბაიი ვალენსია

დეხეა



პოგბა/რუნი/მატა პერეირა/მხითარიანი/ლინგარდი / მატა დალშე მეზარება
0
№6
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2016 09:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Chaxrux
მარსიალი რეშფორდი

მემფისი პოგბა პერეირა

ჰერერა კერიკი

შოუ სმოლინგი ბაიი ვალენსია

დეხეა



პოგბა/რუნი/მატა პერეირა/მხითარიანი/ლინგარდი / მატა დალშე მეზარება

პერეირა ვინაა, კაცო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Chaxrux
3 დეკემბერი 2016 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Andreas pereira, granadashia ijarit, samomavlot davwere kamanda))
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Echvi maq mourinio alogikur shemadgenobas daayenebs :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top