თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1789,
კომენტარები: 9
"გრანადაში" პერეირას თამაშის შეფასება
ესპანელი ჟურნალისტები ანდრეას პერეირას თამაშს აფასებენ.
ესპანელმა ჟურნალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის ნახევარმცველის, ანდრეას პერეირას თამაშზე ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე სეზონს "გრანადაში" იჯარის წესით განათხოვრების გამო ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ანდალუზიური კლუბი ლა ლიგაში ბოლო ადგილს იკავებს და 13 მატჩში არცერთი მოგება არ აქვს, ყველაზე მეტი გოლი გაუშვა და ყველაზე ნაკლები გაიტანა, პერეირა თავისი თამაშით ყურადღებას იპყრობს.

96 მომენტიდან, რომელიც "გრანადამ" ამ სეზონში შექმნა, 18 პერეირას ეკუთვნის. იგივე პროცენტული მაჩვენებელი აქვთ, მაგალითისთვის, ნეიმარს "ბარსელონაში" და ტონი კროოსს "რეალში".

ესპანელი ჟურნალისტი ვიქტორ ოლივენსია Sky Sports-თან ინტერვიუში აცხადებს: "პერეირა "გრანადას" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში. გუნდის წამყანი მოთამაშეა და იმ მატჩებშიც კი გამოირჩევა, რომელსაც "გრანადა" აგებს".

თუმცა, რთულია პერეირას ესპანურ კარიერას უღრუბლო უწოდო. ბრაზილიელმა განსაკუთრებით კარგად ითამაშა სექმტებერში "ბეტისთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩებში, მაგრამ მწვრთნელის შეცვლა და გუნდის საერთო ხასიათი მის თამაშზე ცუდად აისახა.

გრანადას ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტი ანტონიო ნავარო: "ნაწილობრივ კომპრომეტირებულია. ანდრეასმა დაამტკიცა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ შეიძლება ძალიან ახალგაზრდაა ისეთი სიტუაციისთვის, როგორშიც კლუბი იმყოფება.

ყოფილი მწვრთნელის, პაკო ხემესის თაოსნობით უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ და სწორედ მაშინ ბრწყინავდა პერეირა. მაგრამ ლუკას ალკარასის მოსვლის შემდეგ უფრო ხშირად უხდება თავდაცვა, პარტნიორებისთვის მომენტების შექმნა და ამაში იმედებს ვერ ამართლებს".


ოლივენსია კოლეგას ეთანხმება: "როცა "გრანადას" აქვს ბურთი, პერეირა - მოედანზე საუკეთესოა, მაგრამ ზეწოლა, რომელიც გუნდზე ხდება, კარგად თამაშში უშლის ხელს. ალკარასმა მას არა მარტო თავდასხმა, არამედ თავდაცვაც მოსთხოვა, ანუ საჯარიმოდან საჯარიმომდე თამაში.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ბურთს დროულად ვერ შორდება და ისეთ სიტუაციებში კარგავს, როცა თავიდან არიდება შეიძლებოდა. ხანდახან პასსაც არ აკეთებს და პარტნიორებთან არ კომბინირებს.

ამჟამად კლუბი ნამდვილ კატასტროფას განიცდის. რთული სიტუაციაა, მაგრამ პერეირას ამისგან გაკვეთილის მიღება და თავისი შესაძლებლობების ჩვენება შეუძლია. ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის გამოჩენის შანსი, თუკი მიღებულ გამოცდილებას სწორად გამოიყენებს".




წყარო: skysports
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
2 დეკემბერი 2016 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
წარმატებები
0
№2
ავტორი: IBRA-KADABRA
2 დეკემბერი 2016 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
მაგრად მომწონს ეს ბიჭი და რო დაბრუნდება იმედია მიეცემა დრო
0
№3
ავტორი: SAF
2 დეკემბერი 2016 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ამისგან მანიუს დონის იგროკი ვერ დადგება ეხლა იქ უკვე გუნდის ლიდერი უნდა იყოს და 10 გოლი მინიმუმ შეგდებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2016 18:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდად არ თამაშობს მარა მეტს ველოდი ამისგან
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 დეკემბერი 2016 18:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალმა დააკარგვინა თავის გამოჩენის შანსი, სადაც ლინგარდს ათააშებდა ლამის ყოველ მატჩში, პერეირაც იმსახურებდა შანსს
0
№6
ავტორი: PaLoMo
2 დეკემბერი 2016 20:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ტექნიკურია მარა დარტყა არუვარგა D::D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: t123123
2 დეკემბერი 2016 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
კარგია იმედია დაბრუნდებაა
0
№8
ავტორი: ikeoni
2 დეკემბერი 2016 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ashkarad aqvs momavali
0
№9
ავტორი: Chaxrux
3 დეკემბერი 2016 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Momavlis sheteva

Matial. Rashford

Memphis. Pogba. Pereira
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top