თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2320,
კომენტარები: 9
მხითარიანი: "ოლდ ტრაფორდი" ჩემი სცენაა"
ჰენრიხ მხითარიანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონით გამოწვეულ ემოციებზე საუბრობს.
მხითარიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მამამისის ხსოვნა მის შთაგონებაში.

სომეხმა ფეხბურთელმა შვიდი წლის ასაკში ტრაგიკულად დაკარგა მამა, რამაც მის ბავშვობას უდიდესი ჩრდილი მიაყენა. თუმცა მხითარიანმა არა მარტო იმის ძალა იპოვა, რომ მამის კვალს გაჰყოლოდა, არამედ ჰამლეტის მსგავსად მანაც მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური და იმდენად დიდ წარმატებას მიაღწია, რომ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ირიცხება.

"როცა "ოლდ ტრაფორდზე" გადიხარ, ეს მხოლოდ სტადიონი კი არა, სცენა გგონია. მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ამ სცენაზე ვენახე, ჩემით იამაყებდა.

მას ყოველთვის ვბაძავდი და მიუხედავად იმისა, რომ აქ აღარ არის, აქამდე მოსვლაში ძალიან დამეხმარა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ადვოკატი ან ექიმი ვიქნებოდი. მაგრამ ახლა ფეხბურთელი ვარ.

მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ფეხბურთზე შევედი. ჩემი მამოძრავებელი ძალა, ჩემი კერპი მამაჩემი იყო. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მის მსგავსად უნდა მერბინა, მის მსგავსად უნდა დამერტყა.

მას შემდეგ, რაც 10 წლის გავხდი, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ვარჯიში, კითხვა, ყურება, ფლეისთეიშენში თამაში. მხოლოდ ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. განსაკუთრებით კრეატიული ფეხბურთელები მომწონდა - მაესტროები. ყოველთვის მინდოდა ზიდანივით, კაკასა და ჰამლეტივით თამაში. (ნამდვილად კარგი კამპანიაა მამაჩემისთვის).


13 წლის ასაკში ბრაზილიაში წასვლა და "საო პაულოს" რიგებში 4 თვის განმავლობაში ვარჯიში მისთვის ურთულესი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ახალგაზრდამ მაინც იპოვა ამის ძალა და თავისი სათამაშო სტილი განავითარა.

"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან ძალიან მორცხვი ბიჭი ვიყავი და პორტუგალიურად საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. მაგრამ ამას საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მე საფეხბურთო სამოთხეში მივდიოდი.

კაკას მსგავსად თამაშზე ვოცნებობდი, ბრაზილია კი კრეატიული სტილის სამშობლო იყო, რასაც ბრაზილიელები გინგას ეძახიან. ის დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემი სათამაშო სტილი სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ბრაზილიაში გატარებული 4 თვის შემდეგ სომხეთში რომ დავბრუნდი, ჯერ კიდევ გამხდარი და სუსტი ვიყავი, მაგრამ ტექნიკა და უნარები გამაჩნდა. მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თავი სომეხ რონალდინიოდ მიმაჩნდა. (ჰა ჰა ჰა ჰა. არა, ვხუმრობ)."


საბედნიეროდ, "იუნაიტედის" ქომაგებს საკუთარი გუნდის რიგებში შეუძლიათ "სომეხი რონალდინიოს" ხილვა, სერ ალექს ფერგიუსონმა ხომ ბრაზილიელი რონალდინიოს შეძენა ვერ მოახერხა. "ოლდ ტრაფორდი" მოთმინებით უნდა მოეკიდოს მხითარიანის თამაშს, მაგრამ თანდათან ნამდვილად უყვარდებათ დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მოთამაშე.

"ვიცოდი, რომ დორტმუნდში არსებული კარგი სიტუაციის დატოვება და "იუნაიტედში" წინსვლა გამოწვევა იქნებოდა. მაგრამ არ ვაპირებდი სავარძელში მოხუცივით ჯდომას და სინანულს. გადასასვლელად მზად ვიყავი.

როცა მოლაპარაკება დასრულდა და დადასტურდა, "იუნაიტედთან" კონტრაქტი გავაფორმე და აქ უკვე ყველაფერი განვიცადე. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ პრემიერ ლიგაში ეს დიდებული გადასვლა შედგა.

არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი, ისევე, როგორც არ დამავიწყდება "მანჩესტერ იუნაიტედის" წითელი მაისურის მორგება პირველი სავარჯიშო სესიის წინ. ჩემი კარიერული მიღწევით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი.

ამ სეზონის დასაწყისში ტრავმა მივიღე და თამაშის მცირე შანსი მომეცა. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მანჩესტერში ჩემი ცხოვრება იდეალურად ნამდვილად არ დაიწყო. მაგრამ ბევრჯერ ყოფილა დრო, როცა წინაღობა შემხვედრია და უკან არასდროს დამიხევია. ყოველდღიურად მუშაობას გავაგრძელებ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები."
- დაასრულა "იუნაიტედის" ნახევარმცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 დეკემბერი 2016 11:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მიყვარს ასეთი გულახდილი ინტერვიუები და ფეხბურთელების დამოკიდებულების გამოვლენა.

სომეხი რონალდინიო გვყოლია გუნდში და არ ვიცოდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: I L C
2 დეკემბერი 2016 11:53
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ნათელი მაგალითი ქართველებო.. ნოლიდან დაიწყო ამ ადამიანმა სომხური გუნდიდან უკრაინაში იმდენს მიაღწია რომ დორტმუნდი დააინტერესა და ახლა მანჩესტერში თამაშობს.. უბრალოდ მაგიტომაა დასაფასებელი, რომ ერევნდიან ამდენს მიაღწია.. სომეხია რასვიზავთ რაც არის არის..

ამის სომეხობა მარტო იმიტო მაწუხებს რომ ქართველებზე მწყდება გული აქამდე რატო ვერ აღწევენ ასეთ მწვერვალებს.. მშვენიერი ფეხბურთელა ვაკო ყაზაიშვილი რატომ უნდა ლპებოდეს ლეგიას სკამზე?/ მითუმეტეს ვიტესის წარმატებული კარიერის შემდეგ.. გურამ კაშია მეტს იმსახურებს ვიტესზე და ოქრიაშვილი რა ტალანტია რა გოლებს იტანს რაუნდა კრასნოდარშიი.. მარტო ესაა გულდასაწყვეტი, რომ ამ სომეხმა თუშეძლო სომხური ფეხბურთიდან რაღაც გამოსულიყო ქართველებსაც შეუძლიათ და ამაში ფედერაცია არაფერ შუაშია როგორც ბევრი აბრალებს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: stepno
2 დეკემბერი 2016 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი ძალიან დიდი იმედია მხითარიანი :)))))
1
№4
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მამაჩემი ცოცხალი რომ ყოლიყო და ამ სცენაზე ვენახე, ჩემით იამაყებდა.

სამაგალითო კაცია და უნდა ამაყობდეს ამის ყველა თანამემამულე
1
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 დეკემბერი 2016 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშრომელი ფეხბურთელი როა მხითარიანი მაგაზე ორი აზრი არა, საპირისპიროდ რო იყოს მანჩესტერში ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. ბოლო მატჩებში ნამდვილად გამოსარჩევი იყო, თუმცა დასამტკიცებელი კიდევ ბევრი აქვს. იმედია მასზე გაცემულ იმედებს გაამართლებს და რაც მთავარია ტრავმებს აღარ მიიღებს.
1
№6
ავტორი: ikeoni
2 დეკემბერი 2016 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol mikii eseti shemartebit unda iyos yvela ❤️
1
№7
ავტორი: manuchari
2 დეკემბერი 2016 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: I L C
ნათელი მაგალითი ქართველებო.. ნოლიდან დაიწყო ამ ადამიანმა სომხური გუნდიდან უკრაინაში იმდენს მიაღწია რომ დორტმუნდი დააინტერესა და ახლა მანჩესტერში თამაშობს.. უბრალოდ მაგიტომაა დასაფასებელი, რომ ერევნდიან ამდენს მიაღწია.. სომეხია რასვიზავთ რაც არის არის..

ამის სომეხობა მარტო იმიტო მაწუხებს რომ ქართველებზე მწყდება გული აქამდე რატო ვერ აღწევენ ასეთ მწვერვალებს.. მშვენიერი ფეხბურთელა ვაკო ყაზაიშვილი რატომ უნდა ლპებოდეს ლეგიას სკამზე?/ მითუმეტეს ვიტესის წარმატებული კარიერის შემდეგ.. გურამ კაშია მეტს იმსახურებს ვიტესზე და ოქრიაშვილი რა ტალანტია რა გოლებს იტანს რაუნდა კრასნოდარშიი.. მარტო ესაა გულდასაწყვეტი, რომ ამ სომეხმა თუშეძლო სომხური ფეხბურთიდან რაღაც გამოსულიყო ქართველებსაც შეუძლიათ და ამაში ფედერაცია არაფერ შუაშია როგორც ბევრი აბრალებს..

მართალიხარ ძმაო ფედერაცია რა შუაშია უნდა ითამაშო მაგრად რომ ვინმე მაგარ გუნდს მოეცონო ისე ნაკრებში თამაშები ბევრს წყვეტს სკაუტები მანდაც დადიან და სწორედ ნაკრაბშიც უნდა გამოიჩინონ თავი თორემ რუსეთის და უკრაინის ფეხბურთს ინგლისელი სკაუტები იშვიათად თუ აკვირდებიან ლიგაზე ან უეფაზე თუ შეამჩნიეს ეს არის თორემ რავი აბა ყველას ეშველა და საქრთველოს არაფერი ეშველა
1
№8
ავტორი: gela-manutd
2 დეკემბერი 2016 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია როგორც თასზე ითამაშა ესე და უკეთ ითამაშებს სულ
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
2 დეკემბერი 2016 18:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარია მიკი, რასაც ამტკიცებს ნელ-ნელა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top