Daily Mail-ის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ბუნდესლიგის კლუბის სამიზნეა, მაგრამ "წითელი ეშმაკები" მასში იმავე თანხას (16 მლნ. ფუნტი) მოითხოვენ, რაც თავად გადაიხადეს 2 წლის წინ.
"ლევერკუზენს" უკვე აქვს "იუნაიტედთან" თანამშრომლობის გამოცდილება - 2015 წლის აგვისტოში მათ რიგებში ხავიერ ერნანდესი გადაბარგდა 7.3 მლნ. ფუნტად.
მექსიკის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ლუი ვან გაალმა დაიწუნა, გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
როხოს აქტიურად უწინასწარმეტყველებენ "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრის სმოლინგისა და ერიკ ბაიის არყოფნის პერიოდში 26 წლის მცველი ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.