თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2665,
კომენტარები: 19
მოურინიო: "ესე იგი, მიკის პრემიერ ლიგის გუნდებთანაც შეუძლია თამაში"
ჰენრიხ მხითარიანმა ჟოზე მოურინიო თავის შესაძლებლობებში დაარწმუნა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ჰენრიხ მხითარიანი ყალიბდება იმ ფეხბურთელად, რომელიც მას სჭირდებოდა, როცა სომეხში 26 მლნ. ფუნტი გადაიხადა.

"ვესტ ჰემთან" ლიგის თასის მატჩში მხითარიანმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო თავისი თამაშისა და თანაგუნდელებისთვის მიწოდებული ორი საგოლე გადაცემის გამო.

მოურინიომ, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, მატჩის შემდეგ სომხეთის ნაკრების კაპიტნის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს პრემიერ ლიგის გუნდის, პრემიერ ლიგის დონისა და ხასიათის მქონე გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

ეს მის ევოლუციას ადასტურებს. "ფეიენოორდის" წინააღმდეგ შეიძლებოდა გვეფიქრა: "კარგი, ეს ხომ სულ სხვა პროფილის ფეხბურთია", მაგრამ დღეს დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგის ტიპიურ გუნდთან შეუძლია თამაში და ამის გამო ბედნიერი ვარ.

მისი შეძენის მიზეზი კარგად გვესმოდა, უბრალოდ მის ადაპტაციას ველოდებოდით და როგორც ჩანს, მალე მოხდება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2016 14:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ზეაღმოჩენა. წინაზეც თქვა, პრემიერ ლიგაში სტარტის იმედი შეუძლია ჰქონდესო, მაგრამ... მეგონა ფიზიკურად მაგრად დაიჩაგრებოდა და ჯერ ამ კომპონენტში ბევრი არაფერი გამოჩენილა, მაგრამ მისი ყოფნა მოედანზე სარგებლის მომტანი უთუოდ რომ არის, რა საკამათოა.

ბოლო პერიოდში ფლანგების პრობლემა გვაქვს, მაგრამ მარჯვენა ფლანგი წელს გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მარცხენა (გუშინდელი მატჩი იშვიათი გამონაკლისია, თანაბარ ხიფათს წარმოადგენდა ორივე) და მიკი თუ კიდევ უფრო გააძლიერებს, რა გვაქვს სადარდებელი. თან მხოლოდ ფლანგზე კი არა, ცენტრშიც კარგად იწევდა
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gela-manutd
1 დეკემბერი 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხო მარა იანვარში მაინც გვინდა კაი იგროკები
0
№3
ავტორი: stepno
1 დეკემბერი 2016 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველა თამაში მაქ მოგების იმედი ჯიგრები ხართ winked მხითოს იმედი კი სულ მქონდა love
2
№4
ავტორი: Lev
1 დეკემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ძაან კლასნი ხარ რუნიც კი აათამაშა ამ ოხერმა! ხალხს აიძულებს სტენკები გაუთამაშონ ან გამჭოლი პასები უკეთონ ისე მაგრად მოძრაობს საჯარიმოში და საჯარიმოს გარეთაც! დააკვირდით ართმევაზეც რა აგრესიულად მიდის ხოლმე! სულს და გულს დებს მოედანზე და იმედია ჟოზე მოვა ცოტა აზრზე და დაინახავს ვინ ვინ არის!
5
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: mogeba
1 დეკემბერი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
kai xar klasssss
1
№6
ავტორი: I L C
1 დეკემბერი 2016 15:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ხო მარა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს მხითარიანზე და ეხლა დაილიმაილმა საიდან მოიტანა ეს ?:/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: RojoDiablo
1 დეკემბერი 2016 15:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: I L C
ხო მარა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს მხითარიანზე და ეხლა დაილიმაილმა საიდან მოიტანა ეს ?:/

მოურინიომ ცალკე ინტერვიუ მისცა იუნაიტედის საიტს და ცალკე - სქაისპორტს. ყოველთვის ეგრე ხდება. სქაისთან თქვა სწორედ
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: I L C
1 დეკემბერი 2016 15:53
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ფეგული იმენა იანგია.. მაგრად გავს :დდ ეხლა ვუყურებდი გამეორებას და მივამსგავსე რაღაცით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: GeorgeBest
1 დეკემბერი 2016 16:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Lev
ძაან კლასნი ხარ რუნიც კი აათამაშა ამ ოხერმა! ხალხს აიძულებს სტენკები გაუთამაშონ ან გამჭოლი პასები უკეთონ ისე მაგრად მოძრაობს საჯარიმოში და საჯარიმოს გარეთაც! დააკვირდით ართმევაზეც რა აგრესიულად მიდის ხოლმე! სულს და გულს დებს მოედანზე და იმედია ჟოზე მოვა ცოტა აზრზე და დაინახავს ვინ ვინ არის!

რამდენჯერაც ითამაშა იმდენჯერ ეგრე იყო, ლინგარდი რო სულ მოძრაობდა მარტო მაგიტომ მინდოდა ძირითადში და ძლივს გვეღირსა სწრაფი და ტექნიკური კაცი წინ
2
№10
ავტორი: Iunaitedi
1 დეკემბერი 2016 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ჩვენი პრობლემა ისაა რო ყოველ თამაში ახალახალ შეამდგენლობას აყენებს ჟოზე იემდია ეს შემადგენლობა იქნება ევერტონთან derpthumb
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top