დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ლიგის თასის მე-5 რაუნდის მატჩში "ვესტ ჰემი" დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. "წითელ ეშმაკებს" "ჰალ სიტისთან" მოუწევთ დაპირისპირება. პირველი შეხვედრა 9 იანვარს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიამრთება, ხოლო განმეორებით მატჩს მოურინიოს გუნდი 23 იანვარს გამართავს.
მეორე ნახევარფინალისტური დაპირისპირება "ლივერპულსა" და "საუთჰემპტონს" შორის იქნება. მერსეისაიდელებმა "ლიდსი" გამოთიშეს ტურნირს, ხოლო "საუთჰემპტონმა" "არსენალის" დამარცხება შეძლო.