პრესაში გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების გარკვეულ რაოდენობას გაუშვებს. ამჟამად პირველ გუნდში 27 ფეხბურთელი ირიცხება, მოურინიოს გუნდებში კი ეს რიცხვი 18 არ აღემატებოდა .
მემფის დეპაი , მორგან შნეიდერლინი, მატეო დარმიანი , მარკოს როხო , ეშლი იანგი , სემ ჯონსტონი არიან გუნდის დატოვების პირველი კანდიდატები . დეპაის და შნეიდერლინს "ევერტონს" უკავშირებენ . ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ევერტონი" დაინტერესებული იყო შნეიდერლინის გადაბირებით, ხოლო დეპაის შემთხვევაში "კანფეტების" მწვრთნელი რონალდ კუმანი უშუალოდ არის დაინტერესებული თანამემამულის შეძენით, რადგანაც მას არ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო და კუმანი ფიქრობს, რომ თანამემამულის კარიერის გადარჩენას შეძლებს.
რაც შეეხება "იუნაიტედის" ფლანგის მცველს, დარმიანის სამსახურით იტალიური "ინტერი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან. მესამე მეკარის , სემ ჯონსტონის დამატების სურვილს ჩემპიონშიფის გუნდები გამოხატავენ .
ყველასთვის ცნობილია რომ მოურინიოს გეგმებში მოსვლის დღიდან არ შედის ბასტიან შვაინსტაიგერი და აქტიურად ცდილობს მის გაყიდვას , კვირას გამართულ შეხვედრაში გუნდის განაცხადში მოხვედრის მიუხედავად გერმანელი ფეხბურთელი მაინც დატოვებს "იუნაიტედს".