"მანჩესტერ იუნატედმა" "ქალაქელ" მეტოქეებს სკაუტები წაართვა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" აკადემიის ორი წამყვანი სკაუტი გადაიბირა. დეივ ჰარისონი და ლინდსონ ტომლინსონი 1 იანვრიდან ახალ კლუბში იმუშავებენ.
ჰარისონი და ტომლინსონი "სიტის" აკადემიის ხელმძვანელები არიან ინგლისსა და მის ფარგლებს გარეთ ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნის საქმეში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ "ცისფერების" ახაგალზრდულმა სისტემამ ბოლო წლებში დიდი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა, ახალი წლიდან "ქალაქელების" აკადემიის ორი ყველაზე ფასეული აქტივი "მანჩესტერ იუნაიტედში" იმუშავებს. ეს შენაძენი "წითელი ეშმაკების" აკადემიის რესტრუქტურიზაციის ნაწილი იქნება, რაც ერთი წლის ედ ვუდვორდმა დაანონსა.
"სიტიმ" კი ამ ყველაფრის შემდეგ თავის ყველა წამყვან თანამშრომელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რათა "იუნაიტედსა" და სხვა კლუბებში მათი გადასვლის ალბათობა აღკვეთოს.
ჰარისონი და ტომლინსონი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან "სიტის" თანამშრომლებად, ამჟამად ეგრეთ წოდებულ "საბაღო გუნდში" არიან გადაგზავნილები. მსგავს პრაქტიკას დიდ ბრიტანეთში მაშინ იყენებენ, როცა სპეციალისტის კონკურენტის რიგებში გადასვლის საფრთხე არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ბოლომდე იღებს ხელფასს, მაგრამ სამუშაოს ახლოს აღარ აკარებენ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გატანა და გამოყენება არ მოახერხოს.
დეივ ჰარისონი "სიტიში" 2009 წელს "ლიდსიდან" გადავიდა და რვა წელი იმუშავა. "იუნაიტედში" მას 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელების მოძებნა დაევალება, ლინდონ ტომლინსონი კი, რომელიც იმავე წელს "ბირმინგემიდან" გადავიდა "სიტიში", ჰარისონს ამ სამუშაოში დაეხმარება.
მიმდინარე წელს "იუნაიტედმა" ჯამში 40 ახალი სპეციალისტი დაიმატა, რომლებიც კლუბის აკადემიასა და პირველ გუნდში იმუშავებენ.
წყარო:
M.E.N.