"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ერიკ ბაიი ხუთკვირიანი უქმობის შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა.
კოტ დ'ივურაელი ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში შეუერთდა თავის თანაგუნდელებს კარინგტონზე.
"ვილიარეალიდან" 30 მლნ. ფუნტად შეძენილი მცველი "ჩელსისთან" 4-0 წაგებულ მატჩში დაშავდა და მოსალოდნელი იყო, რომ ახალი წლის დამდეგს მოახერხებდა მოედანზე დაბრუნებას. მაგრამ 22 წლის ფეხბურთელის ვარჯიში ნიშნავს, რომ თამაში შობამდეც კი შეიძლება მოახერხოს.
"იუნაიტედს" სამი მატჩი ექნება ჩასატარები სეზონის ამ ნაწილში, რომელთაგან ორი ლონდონური კლუბების "ტოტენჰემისა" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ, ერთი კი "ვესტ ბრომთან" შედგება.