"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიომ საფეხბურთო ასოციაციის რისხვა მხოლოდ კარგი დარტყმის გამო დაიმსახურა.
გასულ კვირას, "ჩაქუჩებმა" ფრედ დაასრულეს მატჩი "ოლდ ტრაფორდზე". ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯონათან მოსმა ჟოზე მოურინიო არასპორტული საქციელის გამო მოედნიდან გააძევა - პოლ პოგბასთვის სიმულაციის გამო ნაჩვენებმა ყვითელმა ბარათმა პორტუგალიელი იმდენად აღაშფოთა, რომ გაზონზე მდგარ ბოთლს ფეხი დაარტყა და 20 მეტრის რადიუსში მოისროლა.
ორშაბათს მოურინიოს ბრალდება წაუყენეს, რომლითაც რამდენიმე მატჩიან დისკვალიფიკაციას ემუქრებიან. მანამდე კი მისი გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთხელ უმასპინძლებს "ვესტ ჰემს", რომლის მთავარ მწვრთნელსაც მიაჩნია, რომ მოურინიო სასჯელს თავიდან აიცილებდა, ასეთი კარგი დარტყმა რომ არ გამოსვლოდა.
"პრობლემა ის არის, რომ ბოთლს კარგად დაარტყა - სიმართლე გითხრათ, შესანიშნავი დარტყმა იყო. არადა, უნდა აეცილებინა! მაგრამ ზედმეტად კარგად დაარტყა.
მისი მესმის, რადგან პოგბას ყვითელი ბარათის სიტუაცია - ეს კი ჩემთან ძალიან ახლოს მოხდა - სიმულაციას არ ჰგავდა. სხვებისთვის ცხადი იყო და მსაჯმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ჩვენი მხედველობის არიდან სულაც არ ჰგავდა სიმულაციას", - განაცხადა "ჩაქუჩების" მთავარმა მწვრთნელმა.