"მანჩესტერ იუნაიტედის" ფიქრები ახლა საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსესა" და კოლუმბიაში მომხდარ ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანებთანაა.
თვითმფრინავი, რომლითაც 81 ადამიანი მოგზაურობდა, მათ შორის კი 22 ბრაზილიური კლუბის ფეხბურთელი იყო, ორშაბათს საღამოს მედელინის აეროპორტში ჩამოვარდა. პოლიციის თქმით, 76 ადამიანი დაიღუპა და მხოლოდ 5 გადარჩა.
თვითმფრინავს "შაპეკოენსას" ფეხბურთელები ბრაზილიიდან მედელინში უნდა გადაეყვანა, სადაც გუნდი კოლუმბიურ კლუბ "ატლეტიკო ნასიონალს" სუდამერიკანას თასის ფინალში უნდა დაპირისპირებოდა.
"იუნაიტედის" კაპიტნის უეინ რუნის პოსტი "თვითერზე": "დღეს ცუდი ამბით გავიღვიღე. ჩემი ფიქრები "შაპეკოენსას", მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებთანაა".