თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2016, 09:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2232,
კომენტარები: 6
5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე
დაკვირვება პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემთან" ვერ მოიგო.
5 შეხედულება
1. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემის" ნაკლოვანებები ვერ გამოიყენა

მიუხედავად სტუმრების სწრაფი გოლისა, მატჩის საერთო სცენარი მეტ-ნაკლებად ამოცნობილი იყო: "იუნაიტედს" პოზიციური შეტევის ხარჯზე მოუწევდა "ვესტ ჰემის" შუა ბლოკის გატეხვა. "იუნაიტედის" პრობლემები ასეთი 5-4-1 დაცვითი სქემით მოთამაშე გუნდების წინააღმდეგ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ დღესაც უნდა აღინიშნოს. სტუმრები საკმაოდ სერიოზულ ზონებს ტოვებბდნენ ხაზებს შორის, მაგრამ "ეშმაკები", რომელთაც შემადგენლობაში ჭკვიანურად გახსნის მცოდნე მატა, ლინგარდი და ზლატანი ჰყავთ, ამით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. ყველა მწვრთნელს აქვს ღირსება და ნაკლოვანება, მაგრამ ჟოზეს ამ მინუსზე ყურადღების მუდმივმა გამახვილებამ, ყურები გამოგვიჭედა. მოურინიოს ფეხბურთელები ხშირად ერთ მონაკვეთზე იკრიბებიან და მნიშვნელოვანი ზონების ამოვსებას არ ცდილობენ. გარდა ამისა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მსგავსმა პრობლემამ ფლანგების აქტიურად გამოყენების ვალდებულება გააჩინა, რაც სამი ცენტრალური მცველით (და თავისთავად საუკეთესო დაზღვევით) დაკომპლექტებული დაცვის ხაზის წინააღმდეგობისას ნაკლებად პერსპექტიულია რეშფორდისა და ვალენსიასთვის.

5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე


"იუნაიტედის" შეტევების ზონა


2. ... და კიდევ ერთი ...

"ვესტ ჰემი" სტატიკურად საკმაოდ კომპაქტურად და ორგანიზებულად იცავდა თავს, მაგრამ როგორც კი მათი დაცვითი წესრიგი მოძრაობდა, მთელი სტრუქტურა იშლებოდა. პირველ ტაიმში "იუნაიტედმა" თავისი ყველა მომენტი სწორედ სიღრმიდან გაკეთებული გრძელი ვერტიკალური გადაცემებით შექმნა, თუმცა საერთო ჯამში შორეულ პასს (მათ შორის დიაგონალურსაც) არც ისე ხშირად სდევნიდნენ. შესვენებაზე საჭირო იყო უფრო კარგად გახსნის უნარის მქონე და მობილური მხითარიანის გამოყვანა, ამასთან ერთად კი, წინ და დიაგონალზე უფრო აქტიური გადაცემების გაკეთება. შეხვედრის მეორე ნახევრის საწყის წუთებში "იუნაიტედმა" რამდენიმე ასეთი შეტევის წამოწყება სცადა, მაგრამ მსგავსი მოქმედებების სიხშირემ მალე იკლო.

5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე


3. ... და კიდევ ერთი

"იუნაიტედმა" ვერ გამოიყენა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი სისუსტე, რომელიც პირველი ორი ფუქნტიდან გამომდინარეობს, კერძოდ კი - მეორე ტემპში პრაქტიკულად არ აკეთებდა პასს (რაც გასაკვირია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინა ტურში "იუნაიტედმა" სწორედ ამის ხარჯზე გაიტანა გოლი და ჩემპიონატის დასაწყისში თავადაც დიდ პრობლემებს განიცდიდა თავდაცვის დროს).

5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე


დააკვირდით, რამდენად ცოტა პასს აკეთებდნენ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მეორე ტემპის დროს დასარტყმელ პოზიციაზე. რატომ არ გამოიყენეს "ეშმაკებმა" მოწინააღმდეგის ეს ნაკლი? მიზეზი პირველ პუნქტშია - საჭირო ზონების არახარისხიანი შევსება.
4. ლინგარდი მატას დუბლირებდა

ლინგარდის როლი (შეიძლება თავად მის გამო) ბოლომდე ცხადი არ არის: ადრე, მსგავსი შემადგენლობისა და სქემის დროს შეტევის გამწვავებაზე იდგა და მცველების ზურგს უკან იხსნებოდა, როცა ზლატანის მიერ მიტოვებულ ზონას იკავებდა და დაცვაზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ამ მატჩში ის უფრო მატას ბაძავდა, როცა "ათიანის" პოზიციიდან ფლანგზე იწევდა. რადგანაც არც ჯესი ბრწყინავდა პირველ ტაიმში და არც მატა, ხოლო მხითარიანის შეცვლა თითქოსდა აუცილებელი იყოო, ამ წყვილიდან ერთ-ერთის გაყვანა მოედნიდან ლოგიკურად მოჩანდა.

5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე


5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე


5. მოურინიოს კიდევ ერთი მიზეზი ფიქრისთვის

ჩემპიონატის დასაწყისში "იუნაიტედს" დაცვიდან პასის ხარჯზე ამოსვლა უჭირდა, საყრდენ ზონაში უკმარისობები ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც აღვნიშნეთ შეცდომების გამოსწორება. მანჩესტერელები უკვე ქმნიან მომენტებს და "უიღბლო გუნდის" სტატუსის ქონის საფუძველი აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები გადალახულია და აღარაფერია გამოსასწორებელი.

5 შეხედულება "ვესტ ჰემთან" მატჩზე


მოურინიოს კვლავ შეუძლია ფორტუნისკენ გაიშვიროს თითი, მაგრამ სიტუაცია მოედანზე პოგბას გამწესებისა, რომელიც "არსენალთან" მატჩის შემდეგ კერიკი-ერერა-პოგბას ტრიოს გამოყენების სურვილს ტოვებს და რომელიც გადაწყვეტილი ჩანდა, კვლავ ჩაფლავდა. ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე პოლი კვლავ უარესად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში კი საერთოდ ამოვარდა თამაშიდან - ცრუ მოძრაობებით გაერთო, ყოველთვის ვერ უჭერდა მხარს შეტევას, თამაშს გრძელი გადაცემებით არ წარმართავდა. რეალიზაცია მწვრთნელის მიერ კონტროლირებადი არ არის, ამიტომაც ჟოზემ იმას უნდა მიაქციოს ყურადღება, რაც მართლაც მასზეა დამოკიდებული.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2016 10:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოურინიოს ფეხბურთელები ხშირად ერთ მონაკვეთზე იკრიბებიან და მნიშვნელოვანი ზონების ამოვსებას არ ცდილობენ

ეს ბევრჯერ შევამჩნიე როცა ორი ფლანგის ფეხბურთელი ერტი და იგივე ადგილას აღმოჩნდება ხოლმე და ფაქტიურად ერთ კაცს ვკარგავთ შეტევის დროს. მხითარიანს წინა თამაშში ვერავინ მისცა ზლატანის გარდა სწრაფი და დროული პასი. ძალიან ბევრს ფიქრობენ და ესაა ხშირშემთხვევაში დამღუპველი
0
№2
ავტორი: gache1991
29 ნოემბერი 2016 10:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
mahvenieria yochag avtors..zustad momxvda yurshi ro pogba gaerto dzaaan,centraluri naxevarmcveli romelsac yvelaze metjer qonda burti da gundistvis meti siswrafit sargebeli unda mieca mataobda centrshi mand asemc uqnia 10 kaci moutyuebia ra xeiri win tu ver wavedit..

blindi shemadgenlobashi unda iyos aucileblad magis pasi da moednis xedva gamosayenebelia rac ar aq arc roxos arc shous arc darmians da arc ereras kide romelic win saertod ar iyureba..shou tu iqneba sastavshi daayenos ertxel dacvis tavze blindi runi..mere naxet pasebi.runis valensias modzebna wamebshi sheudzlia da dzaan ishviatad ro diagonalze arazusti pasi gaaketos..ki tqva 6-8nomeri ar ario moum mara sargebels mase upro moitana vidre zamenidan
0
№3
ავტორი: stepno
29 ნოემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოუს ძალიან ბევრი რამ ააქვს დასალაგებელი და იმედია მოახერხებს რაა. ზამტარში 1 ან 2 კაი ტრანსფერი კი გაგვიჭირდება მაგრამ ძალიან გვჭირდება, ასევე უნდა ითქვას, რომ დაცვა ჩვენი სუსტი წერტილია. ბაილი და სმოლინგის ცენტრში არ ყოფნისას აშკარად დაუცველი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ როცა უნდა ნორმალურ გუნდს ვგულისხმომ იმ დროს გვიქმნიან მომენტებს და ძლიერ გუნდთან ფაქტიურად წარმოუდგენელია რო მოიგო თუ ძალიან არ გაგვიმართლა. მოკლედ ჩემი აზრით აუციოლებელია ერთი შემტევი ფეხბურთელი მაგალითად გრიზმანი და უფრო სწრაფი ტემპი, რომელსაც სწორედ ისეთი სწრაფი ფეხბურთელები ქმნიან როგორიც გრიზმანია ასევე რაშფორდი, მარსიალი, მემფისი მოკლედ უამრავი ფული იხარჯება და ჯერ კიდევ არ არის ის გუნდი რომელიც წესით ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ უნდა ყოფილიყოო იმედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის წარმატებუილი იქნებაა.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: გიორგი
მოურინიოს ფეხბურთელები ხშირად ერთ მონაკვეთზე იკრიბებიან და მნიშვნელოვანი ზონების ამოვსებას არ ცდილობენ

ეს ბევრჯერ შევამჩნიე როცა ორი ფლანგის ფეხბურთელი ერტი და იგივე ადგილას აღმოჩნდება ხოლმე და ფაქტიურად ერთ კაცს ვკარგავთ შეტევის დროს. მხითარიანს წინა თამაშში ვერავინ მისცა ზლატანის გარდა სწრაფი და დროული პასი. ძალიან ბევრს ფიქრობენ და ესაა ხშირშემთხვევაში დამღუპველი


ზუსტად ასეა
0
№5
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2016 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Cota igbali gvakliaaa
0
№6
ავტორი: irakli87
30 ნოემბერი 2016 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ვფიქრობ რამოდენიმე ახალ წვეული არ გვაწყენდა მაგრამ რამოდენიმეს წასვლაც არიქნებოდა გუნდიდან ურიგო, შტაბეჩდილება მრჩება თითქოს მოიესის და ვაანგაალის მოყრილი მშიშარა და უუნარო ფეგღბურთელების სენი ეყრებათ ახლებს და ემსგავსებიან დანარჩენებს, რომლებიც მანჩესტერს არ შეეფერებიან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top