თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1803,
კომენტარები: 8
"იუნაიტედმა" "ბენფიკასთან" მოლაპარაკებები წამოიწყო
ჟოზე მოურინიო იბრაჰიმოვიჩის თანამემამულეს შეძენას აპირებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლისაბონის "ბენფიკას" ცენტრალური მცველის, ვიქტორ ლინდელეფის თაობაზე მიმართა.

"წითელი ეშმაკები" იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდებიან და სწორედ ლინდელეფი მიაჩნია მოურინიოს ერთ-ერთ ვარიანტად.

თუმცა, პორტუგალიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება შვედეთის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირება, თუკი "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ვერ გავა.

"არწივებს" ერთი მატჩის ჩატარებაღა დარჩათ B ჯგუფში, რომელსაც 6 დეკემბერს "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავენ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ლინდელოფს "ეშტადიო და ლუჟის" დატოვების უფლებას არ მისცემენ.

პორტუგალიური კლუბი რვა ქულით "ნაპოლისთან" ერთად თავის ჯგუფს ლიდერობს, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ "ბეშიქთაშს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

22 წლის ლინდელოფის მოურინიოს სამიზნე "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის დღიდანაა და მის შეძენას იმ შემთხვევაში გეგმავდა, თუკი ერიკ ბაიის ვერ გადაიბირებდა.

პორტუგალიური მედიის ცნობით, მოურინიოს სკაუტები კვლავ ესწრებიან ლინდელოფის მატჩებს, რომელიც თავისი სისწრაფითა და დაცვითი უნარებით მათ მოხიბლვას ახერხებს იმდენად, რომ მასში რაფაელ ვარანთან მსგავსებას ხედავენ.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ ლინდელოფის ტრანსფერი 25 მლნ. ფუნტი დაჯდება და ასეთი შეთავაზება უკვე გაკეთდა ფეხბურთელის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

შვედმა ფეხბურთელმა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საჯაროდ შეაქო, ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" ყველა მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა საერთაშორისო შესვენების შემდეგ.

წყარო: skysports
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: niksonpro101
28 ნოემბერი 2016 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ეს ვინღაა ჩემი
0
№2
ავტორი: stepno
28 ნოემბერი 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Baili rodis dabrundebaa raa da amolingi tavia sauketeao formas rodis daibrunebs :-(((????
0
№3
ავტორი: ნიკუშა
28 ნოემბერი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
კარგი იქნება თუ გადმოვა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 ნოემბერი 2016 15:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეს ახლა სხვა გუნმა რო იყიდოს ჰა ჰა 15 მილიონი გადაახდევინონ, ყველა მანჩესტერს რო ტენის დიდი თანხის სანაცვლოდ, რენატო სანჩესზე გაიხსენეთ 50 მილიონს უფასებდნენ მანჩესტერს და ბაიერნმა 35ად იყიდა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2016 16:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხიმენესი დადონ winked
0
№6
ავტორი: roonet10
28 ნოემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
არვიცი ეს ვინა smile ფიფა 17 რეიტინგი ვნახე მცველების ტოპ 10 და მე 5 ადგილზეა ბაილი მეექვსეა კოსტას მანოლასი ვფირქობ კაი მცველია ბერძენი და იქნებ ეგ ვიყიდოთ love
0
№7
ავტორი: shotkin
29 ნოემბერი 2016 00:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ძაან მებრძოლი და ნიჭიერი მცველია სმოლინგის ძირითადობას ამის სასტავში ყოფნა ჯობია ბაილისთან ერთად და რამდენიმე წელში სმოლინგი ამასთან ახლოსაც ვერ მივა
0
№8
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2016 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Araa cudi igrokii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top