თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2908,
კომენტარები: 13
როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივრის ოცნება, რომელზეც სხვადასხვა ადამიანები მოგვითხრობენ.
როგორია
ერთ-ერთ საგნად, რომელმაც დამატებითი მნიშვნელობა მოიპოვა გლობალური კომუნიკაციის ქსელის გაფართოების გამო, "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩზე პირადად დასწრებით გამოწვეული სიამაყე იქცა, რაც თავს პრივილეგირებულ ადამიანად გაგრძნობინებს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი სიამოვნებით დადგამდა ფეხს "სტრეტფორდ ენდზე", რათა თავისი საყვარელი გუნდის თამაში ეხილა.

იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორია მატჩზე პირადად დასწრება, Bleacher Report-ი რამდენიმე გულშემატკივარს მატჩზე დასწრებით გამოწვეულ გრძნობებზე ესაუბრა და ასევე ჰკითხა, მათთვის რას ნიშნავს "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნა.

ჯეი მოტი - სეზონური აბონიმენტის მფლობელი, რომელიც გუნდის საშინაო მატჩების უმრავლესობას ესწრება და ხანდახან ინგლისსა თუ ევროპაში გამართულ გასვლით მატჩებშიც დაჰყვება გუნდს.

"რამდენიმე წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად გამიმართლა, რომ მანჩესტერში დავიბადე. დიახ, აქ წვიმა კვირების განმავლობაშია, უახლოეს პლაჟამადე 100 მილზე მეტია, ადგილობრივი მეტრო საგრძნობლად ჩამორჩება ლონდონის მეტროს სისწრაფეს, რომ არაფერი ვთქვათ კორონეიშენ სთრითზე მყოფ მანჩესტერელთა სირცხვილზე, მაგრამ მანჩესტერში ცხოვრებას ერთი დიდი უპირატესობა აქვს".


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"როცა "წითელი ეშმაკების" ათასობით გულშემატკივარს უმოწმებენ პასპორტს და მანქანის ავზს ავსებენ, მე ჯერ კიდევ საწოლში ვნებივრობ. ყოველ შემთხვევაში, სანამ შვილები შემეძინებოდა, ასე იყო. როცა სხვა "წითელი ეშმაკები" ბენზინგასამართ სადგურზე ნაყიდ ნამცხვრებს ინელებენ ან ფრენით გამოწვეულ გულისრევას თავს აღწევენ, მე ჩემს ცოლს ვეჩხუბები, თუ რას ვუყურებთ ტელევიზორით X-Factor თუ Strictly (BBC-ს საცეკვაო შოუ) - აბა, ვის არ მოსწონს ედ ბოლსი (ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი) როგორ ისულელებს თავს.

"ოლდ ტრაფორდისკენ" მიმავალი გზა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა მას შემდეგ, რაც მამამ სულ პატარა ბიჭი მიმიყვანა. მაშინ სტრეტფორდში ვცხოვრობდით და სტადიონამდე ფეხით მივდიოდით, ახლა კი სოლფორდში ვართ, აქედან დაახლოებით 30 წუთის გზაა ავტომობილით. მაგრამ ეს არც ისე სერიოზული პრობლემაა, არა?

საქმე მხოლოდ თამაშში კი არა, იმ ხალხშია, რომლებიც ჩემ გვერდით სხედან, ჩემს კარგ მეგობარ ტომოში, რომელთან ერთადაც ჩემი სეზონური აბონიმენტი ვიყიდე და სხვა გულშემატკივრებშიც. მათთან ერთად ფერგიუსონის დროს სასიხარულო მომენტი გავიზიარე, იმედგაცრუება დევიდ მოიესის დროს, ხოლო მოწყენილობა ვან გაალის დროს".


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"ჩემისთანა გულშემატკივრები, რომლებსაც გაუმართლათ და ყველა მატჩის აბონიმენტს მხოლოდ ერთი წლით არ ფლობენ, "იუნაიტედის" თამაშის ცოცხლად ხილვას ვალდებულებად თვლიან. ჩვენთვის ჩვეულებრივი საქმეა ფინჯანი ყავის შემდეგ სახლიდან გამოსვლა და მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის გაგება. მაგრამ მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს რომ ვესაუბრები, ვხვდები, რა იღბლიანი ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იმედგაცურება ხშირია, მირჩევნია ეს იმედგაცრუება გულშემატკივართა ბრბოსთან ერთად გავიზიარო მანჩესტერის თავსხმა წვიმაში, ვიდრე სადმე სხვაგან ვუყურო მატჩს.

გამონაკლისი, ალბათ, მზიანი პლაჟი იქნებოდა..."


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


სტივენ ნარლოჰი რეგულარულად ყიდულობს "იუნაიტედის" მატჩების აბონიმენტს - მისი საყვარელი ადგილი ზედა ტრიბუნის ჩრდილ-აღმოსავლეთი კვადრატია, პირდაპირ მომღერლების ქვემოთ.

"ოლდ ტრაფორდზე" ყველაზე ხშირად სასტარტო სასტვენის წინ შევდივარ. ტრამვაის გაჩერებებს შორის ვცხოვრობ. მატჩის წინ, რა თქმა უნდა, სავსეა გუნდის გულშემატკივრებით. ჯერ კიდევ იქ ვიმუხტები თამაშით. ჩემში დაპირისპირების სული იღვიძებს, ხოლო წადილის ფიალა ბოლომდე ივსება.

და ასე ყოველთვის, მეტოქის ვინაობისგან დამოუკიდებლად, თუნდ "არსენალი" ყოფილა, თუნდ ლუგანის "ზარია".




"გამოვდივარ ტრამვაიდან, უორვიკ როუდის ფართო გასავლელს ვხედავ, სტადიონზე შევდივარ, ტრიბუნაზე ავდივარ, ადგილს ვიკავებ და ვაკეთებ იმას, რაც ყოველთვის ემოციით მავსებს. გუნდებს ვესალმები, რომლებიც გვირაბიდან გამოდიან, თითქოს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების წყალობით იგივე იყოს, რაც მოედანზე გასვლა.

რამდენიმე წუთში თამაში იწყება და სწორედ მაშინ ქრება ყველა პირადი პრობლემა. ნამდვილი ესკაპიზმია".


ივან ლენერტი, პოდკასტ Red Voices-ის წამყვანი:

"ოლდ ტრაფორდზე" ისე ხშირად ვეღარ დავდივარ, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ყოველ მატჩზე ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ამაში რაღაც დაუჯერებლად კომფორტულია. ვინმე ნაცნობს აუცილებლად ვხვდები. მატჩამდე ან მატჩის შემდეგ უპრობლემოდ ვმართავ დიალოგს მეზობელთან. არასდროს დამიკარგავს შეგრძნება იმისა, რომ ამ ადგილას რეალურ ცხოვრებას ვეთიშები და ჩემი გუნდის თამაშით ვტკბები. დიდებული შუალედი, რომელიც ძალიან მენატრება.

"ოლდ ტრაფორდზე" ყოფნიდან დაუჯერებელი მოგონებები შემრჩა: 7-1 გამარჯვება "რომასთან" ჩემპიონთა ლიგაზე, რობერტო მანჩინის "მანჩესტერ სიტის" შეჩერება ინგლისის ლიგის თასის ფინალისკენ მიმავალ გზაზე და დიმიტარ ბერბატოვის ჰეთ-ტრიკი "ლივერპულთან". ეს მოვლენები არა მარტო ანგარიშიდან გამომდინარე იყო მნიშვნელოვანი, არამედ ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვისაც'.




"გავრისკავ, ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდს" მართლაც არ ჰყავს ბადალი, როცა ატმოსფერო შესაფერისია. "იუნაიტედის" მხარდაჭერის აუცილებლობას სრულიად შეესაბამება. დიდი კლუბებისთვის ჩვეულია გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა მაშინაც კი, როცა საქმე არც ისე კარგად მიდის. "იუნაიტედის" მსგავსი კლუბის ღირსეული წარმოდგენა: დიდი პანორამული ფანჯრებისა და ვიპ-ზონების კონტაქტი წითელი აგურებით ნაშენ ისტორიულ ტრიბუნებთან".

ლენერტას ერთ-ერთი თანაწამყვანი პოლ განინგი, რომელიც სეზონურ აბონიმენტს ფლობს, რეგულარულად ესწრება გუნდის მატჩებს მამასთან ერთად:

"1991/92 წლებიდან, როცა "ლიდს იუნაიტედმა" ბოლო წუთზე დაგვამარცხა დაძაბულ ბრძოლაში, ვახერხებ "ოლდ ტრაფორდზე" დასწრებას.

არასდროს დამავიწყდება "ოლდ ტრაფორდზე" პირველად მისვლა და მწვანე მინდორის დანახვა, მოთამაშეების გამოსვლისას კი ტრიბუნები აფეთქდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დღემდე ასე ხდება.

"ოლდ ტრაფორდი" შეიცვალა, უფრო დიდი გახდა, მატჩით მოხიბლვაზეც იქონია ამან გავლენა. ახლა აღარ არის ისეთი ატმოსფერო, როგორიც მანამდე. ხანდახან იმედგაცრუებამდე არარაობად იქცევა. მაგრამ ეს ადგილი მიყვარს, როგორც აქამდე მიყვარდა".


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"ჩემთვის მამასთან და ჩემს ძმასთან შეხვედრის შესაძლებლობაცაა, როცა სხვა ვითარებაში შეუძლებლად მიმაჩნია. სერ მეტ ბასბის ქუჩაზე მთელი ეს ნიშნები და სუნი არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც პირველ ჯერზე იყო, ისეთივე შთამბეჭდავი, ისეთივე ამაღელვებელია. ჰაერში ჩიფსის, სოუსის, ლუდის არომატი ტრიალებს.

"ოლდ ტრაფორდი" - მდიდარი ისტორიის მქონე მაგიური ადგილია. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი თვალებით მინახავს ამდენი რამ".


ტომ მაკგი - "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ალტერნატიული საიტის Bifurcated (გაორება) United-ის ერთ-ერთი მწერალი. მას სტუდენტობის პერიოდში ჰქონდა კლუბში მუშაობის საშუალება:

"მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარი პატარაობაში გავხდი და "ოლდ ტრაფორდზე" პირველად 16 წლისა მივედი, "მეგასთორში" ჯერ კიდევ აქტიურად ვვაჭრობ.

სტუდენტობის პერიოდში ისე მიჭირდა ბილეთის ყიდვა, რომ ამაზე ადვილი იყო "ოლდ ტრაფორდზე" სამსახურის მიღება და მატჩების ყურებისთვის ხელფასის აღებაც კი. ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს არ ვტოვებ, მაგრამ მაინც არ მტოვებს შეგრძნება იმისა, რომ ჩემს სიცოცხლეში საუკეთესო სამსახური მქონდა".


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"არასდროს დამავიწყდება დევიდ ბექჰემისა და ენდი კოულის თამაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, რითაც გუნდს პირველი ტრებლი გაუნაღდეს, არც ის ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებსაც ჩვენს ან მოწინააღმდეგის რიგებში უთამაშიათ - გაბრიელ ბატისტუტა, რონალდო, რობერტო ბაჯო. ამ ყველაფერმა "იუნაიტედის" გულშემატკივარობა დაუვიწყარად აქცია.

ამას შეიძლება დავუმატოთ შეხვედრები ყოფილ ფეხბურთელებთან: დენის ლოუსთან ერთად სიგარეტი მოვწიე (ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოვლენა) და ჯორჯ ბესტს ნახევარი საათის განმავლობაში ვესაუბრე, სანამ ინტერვიუს ელოდა - ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო".


ცხადია, "ოლდ ტრაფორდს" განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეს იმ გულშემატკივართა გულებში, რომლებიც მას ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ყველაზე საოცარი ისტორია, ალბათ, წინ გელით.

კრის კასტანედა აშშ-დან წელს პირველად ჩაფრინდა მანჩესტერში, რათა სტადიონზე მატჩს დასწრებოდა. მისი გულახდილი სიტყვები ასახავს ყველაფერს, რასაც "იუნაიტედის" თამაშზე პირადად დასწრება ნიშნავს.

როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"უცხოელი გულშემატკივრისთვის სრულიად სხვა გამოცდილებაა "ოლდ ტრაფორდზე" ვიზიტი. ბევრ ადამიანთან მისაუბრია, ვისაც არც კი ესმოდა, რატომ იყო მანჩესტერში "იუნაიტედის" მატჩზე დასწრება მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი.

ზოგიერთი ჩვენგანისთვის თავისებური ცხოვრების კულმინაციაა, რომელიც დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენს, რომლის ახდენაზეც ამდენი ვიშრომეთ. დაუჯერებელი დაძაბულობაა, იმდენად მოუთმენლად ელი მატჩის დასაწყისს, რომ სტადიონზე ხუთი საათით ადრე მიდიხარ. რა თქმა უნდა, ჯერ არავინ მოსულა და უბრალოდ დაძრწი სტადიონზე, რომლის ყველა წვრილმანით აღფრთოვანებას ვერ მალავ".


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"საგნებით, რომელსაც სხვები, ალბათ, ვერ ამჩნევენ: ბზარები სვეტებზე, რომელიც სურათის ფერებს ფარავს, განსაკუთრებული ორნამენტი აგურებზე. ამ ყველაფრის ფონზე თავისთავად იხსენებ "იუნაიტედის" ისტორიას, ყველა მოვლენას, რომელიც ამ სტადიონზე მომხდარა. ეს ყველაფერი კი, თქვენი მინი-ექსპედიციის თავისებურ საუნდტრეკად იქცევა.

როგორც კი ფეხს შედგამთ, ემოციების ტალღა წაგიღებთ. ძალიან ნერვიულობ და ცდილობ არ ჰგავდე ტიპიურ ტურისტს, რომელმაც არაფერი იცის კლუბის შესახებ. ძალიან გაღელვებს, რადგან მოგზაურობა შენ და კლუბისადმი შენს სიყვარულს ეკუთვნის. ჯერ კიდევ დარდობ იმაზე, რომ "ადგილობრივები" შენს უცხოობას შეამჩნევენ.

ცდილობ დაუმტკიცო, რომ კლუბი თქვენც ისე გიყვართ, როგორც მას. მაგრამ რაც მეტს ცდილობ, მით მეტად გაგცემს შენი გრძნობები და ეს უფრო შესამჩნევი ხდება".


როგორია "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო მატჩზე პირადად დასწრება


"და აი, მატჩს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტრიბუნიდან უყურებ... ჩვეულებრივ, პირადად დასწრებისას სტადიონი უფრო პატარა გეჩვენება, ვიდრე ტელევიზორიდან. მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ამას ვერ გრძნობ. შესაძლოა, იმის გამო, რომ მთელი ძალით ცდილობთ თავი შეიკავოთ და არ ატირდეთ ბედნიერებისგან, ცოლი ხომ აუცილებლად გადაგიღებდა რამდენიმე ფოტოს, რომელიც მომდევნო 30 წლის განმავლობაში ყველა ოჯახურ შეკრებაზე მოხვდება.

ხანდახან ეს გრძნობები ხელს გიშლით მატჩით დატკბობაში, ისინი ხომ მთლიანად გშთანთქავენ. მერე კი გამუდმებით ამ ვიზიტზე იფიქრებთ, სანამ კიდევ ერთხელ არ ეწვევით სტადიონს.

და მაინც, გაცნობიერება იმისა, რომ თქვენ ხდებით კლუბის თუნდაც პატარა, მაგრამ მაინც ისტორიის ნაწილი, თქვენს ცხოვრებას დამატებით აზრს სძენს".
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
28 ნოემბერი 2016 18:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მერამდენე შემტხვევაა რამეს როდებთ ვიდეო არირთვება , და კიდე ერთი საყურებელ ლინკებს როდებთ ეკრანი არ დიდდება მოკლედ რა დღეშიც არის გუნდი რეალუერად იმდღეშია ეს საიტიც გამარტულობის მხრივ რა მარილი აკლია აყველაფერს ))
1
№2
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2016 19:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: shotkin
მერამდენე შემტხვევაა რამეს როდებთ ვიდეო არირთვება , და კიდე ერთი საყურებელ ლინკებს როდებთ ეკრანი არ დიდდება მოკლედ რა დღეშიც არის გუნდი რეალუერად იმდღეშია ეს საიტიც გამარტულობის მხრივ რა მარილი აკლია აყველაფერს ))

არასდროს გიფიქრია, რომ შენს ტელეფონს ან კომპიუტერს (რითაც სარგებლობ) აკლია მარილი? ჩემთან ყოველთვის ირთვება ყველა ვიდეო და დიდდება ყველა ლაივ ლინკი.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: giorgiginturi
28 ნოემბერი 2016 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: shotkin
მერამდენე შემტხვევაა რამეს როდებთ ვიდეო არირთვება , და კიდე ერთი საყურებელ ლინკებს როდებთ ეკრანი არ დიდდება მოკლედ რა დღეშიც არის გუნდი რეალუერად იმდღეშია ეს საიტიც გამარტულობის მხრივ რა მარილი აკლია აყველაფერს ))

good2
1
№4
ავტორი: dybbuk
28 ნოემბერი 2016 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
მერამდენე შემტხვევაა რამეს როდებთ ვიდეო არირთვება , და კიდე ერთი საყურებელ ლინკებს როდებთ ეკრანი არ დიდდება მოკლედ რა დღეშიც არის გუნდი რეალუერად იმდღეშია ეს საიტიც გამარტულობის მხრივ რა მარილი აკლია აყველაფერს ))

არასდროს გიფიქრია, რომ შენს ტელეფონს ან კომპიუტერს (რითაც სარგებლობ) აკლია მარილი? ჩემთან ყოველთვის ირთვება ყველა ვიდეო და დიდდება ყველა ლაივ ლინკი.

რატო გწყინს ადმინ? ჩემთანაც იგივე პრობლემაა და იქნებ გაითვალისწინოთ, საიტის გამართულობა და შემდეგ რეიტინგი მომხმარებლის თხოვნებზეა დამოკიდებული და პირველ რიგში თქვენ უნდა ინტერესდებოდეთ მსგავსი პრობლემებით თორე თუ არ მიაქცევთ ყურადღებას მე მაგით არაფერი დამაკლდება ცხოვრებაში
1
№5
ავტორი: I L C
28 ნოემბერი 2016 20:17
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
სასტავ თამაშზე რუნის კაპიტნის (LGBT) სამკლაური უკუღმა როეკეთა შეამჩნიეთ ??? winked

ძაან საინტერესო სტატიაა კარგი ნამუშევარიი love

რომ ვერხსნის ვიდეოებს ეგ ბრაუზერის ბრალიახოლმე ხშირად და თუ არ გიხსნით სხვა ბრაუზერიდან ცადეთ.. მე ხშირად მომსვლია ასე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2016 20:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: dybbuk
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
მერამდენე შემტხვევაა რამეს როდებთ ვიდეო არირთვება , და კიდე ერთი საყურებელ ლინკებს როდებთ ეკრანი არ დიდდება მოკლედ რა დღეშიც არის გუნდი რეალუერად იმდღეშია ეს საიტიც გამარტულობის მხრივ რა მარილი აკლია აყველაფერს ))

არასდროს გიფიქრია, რომ შენს ტელეფონს ან კომპიუტერს (რითაც სარგებლობ) აკლია მარილი? ჩემთან ყოველთვის ირთვება ყველა ვიდეო და დიდდება ყველა ლაივ ლინკი.

რატო გწყინს ადმინ? ჩემთანაც იგივე პრობლემაა და იქნებ გაითვალისწინოთ, საიტის გამართულობა და შემდეგ რეიტინგი მომხმარებლის თხოვნებზეა დამოკიდებული და პირველ რიგში თქვენ უნდა ინტერესდებოდეთ მსგავსი პრობლემებით თორე თუ არ მიაქცევთ ყურადღებას მე მაგით არაფერი დამაკლდება ცხოვრებაში

არაფერი მწყინს, კაცო, პირიქით, კრიტიკას ყოველთვის სათანადოდ ვიღებდით, მაგრამ მე მგონია, ნაწყენი ტონის გარეშე ვთქვი, რომ ეს პრობლემა თქვენი ტექნიკური აღჭურვილობის ბრალი უფროა, ვიდრე საიტისა. ჩემთან ყველაფერი ირთვება

და საერთოდ, საწყენი ის უფროა, რომ ამ სტატიას ასეთი კომენტარებით ვამკობთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2016 21:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი სტატიაა, აი ძალიან მაგარი love მარიამმაც დაგვიწერა უფრო უკეთესი მარა გაგრძელებას დღემდე ველით wink

რაც შეეხება საიტის პრობლემებს ვიდეოს ვერ ჩართვა ეხლა შევამჩნიეთ, იმიტომ რომ უმეტესობასთან ირთვება უპრობლემოდ. რაც შეეხება საიტზე დადებულ ლინკს, იმიტომ არ ვცვლი ხოლმე რომ საუკეთესოა და თითქმის არასდროს ჭედავს. ტექნიკური საკითხების მოგვარება მე მევალება და როცა რაიმე მსგავსს შეამჩნევთ არ დაიზაროთ და მომწერეთ პირადში. ეხლა კი ამ კარგ სიახლეს ნუ გავაფუჭებთ სხვა კომენტარებით

ვიდეოების "პრობლემა" გამოსწორებულია
0
№8
ავტორი: shotkin
28 ნოემბერი 2016 22:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: dybbuk
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
მერამდენე შემტხვევაა რამეს როდებთ ვიდეო არირთვება , და კიდე ერთი საყურებელ ლინკებს როდებთ ეკრანი არ დიდდება მოკლედ რა დღეშიც არის გუნდი რეალუერად იმდღეშია ეს საიტიც გამარტულობის მხრივ რა მარილი აკლია აყველაფერს ))

არასდროს გიფიქრია, რომ შენს ტელეფონს ან კომპიუტერს (რითაც სარგებლობ) აკლია მარილი? ჩემთან ყოველთვის ირთვება ყველა ვიდეო და დიდდება ყველა ლაივ ლინკი.

რატო გწყინს ადმინ? ჩემთანაც იგივე პრობლემაა და იქნებ გაითვალისწინოთ, საიტის გამართულობა და შემდეგ რეიტინგი მომხმარებლის თხოვნებზეა დამოკიდებული და პირველ რიგში თქვენ უნდა ინტერესდებოდეთ მსგავსი პრობლემებით თორე თუ არ მიაქცევთ ყურადღებას მე მაგით არაფერი დამაკლდება ცხოვრებაში

არაფერი მწყინს, კაცო, პირიქით, კრიტიკას ყოველთვის სათანადოდ ვიღებდით, მაგრამ მე მგონია, ნაწყენი ტონის გარეშე ვთქვი, რომ ეს პრობლემა თქვენი ტექნიკური აღჭურვილობის ბრალი უფროა, ვიდრე საიტისა. ჩემთან ყველაფერი ირთვება

და საერთოდ, საწყენი ის უფროა, რომ ამ სტატიას ასეთი კომენტარებით ვამკობთ

ტექნიკური აღჭურვილობის ბრალი არაა იმიტორო ეხლა შემოვედი სახლში და ეხლა რთავს და რამდენიმე საათისწინ არ ღთავდა იგივე კონდიციებში იყო ჩემი კომპი რამდენიმე საათის წინაც)))) ასერომ გაასწორეთ ხოლმე და ისე დადეთ აშკარად თქვენკენ იყო ხარვეზი
0
№9
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2016 09:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia yvelas gveqneba mand moxvedris bedniereba
0
№10
ავტორი: stepno
29 ნოემბერი 2016 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ იმედიაა მეც განვიცდიი მაგ გრძნობაას :)))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top