ჟოზე მოურინიო ლონდონის "ჩელსიში" 2 წლის წინ მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს პრემიერ ლიგის მოგების შანსი მიმდინარე სეზონში.
"იუნაიტედმა" შთამბეჭდავი თამაში აჩვენა ევროპის ლიგის მატჩში "ფეიენოორდის" წინააღმდეგ, საშინაო ჩემპიონატს კი კვირას განაახლებს და მას მეექვსე ადგილზე მყოფი შეხვდება.
მოურინიომ 2014/15 წლები გაიხსენა, როცა სეზონის შუაში "მანჩესტერ სიტიმ" მის გუნდთან ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ "ჩელსიმ" მაინც მოიგო ჩემპიონის ტიტული.
"როცა 18 წლის წინ - უკაცრავად, 18 თვის წინ - ტიტული მოვიგე, 10-ქულიანი უპირატესობა მქონდა და ერთ თვეში "მანჩესტერ სიტისთან" თანაბარი ქულების რაოდენობა შეგვრჩა.
დეკემბრის ბოლოს თუ იანვრის დასაწყისში 10 ქულა დავკარგეთ. შემდეგ გამოვასწორეთ და ტიტული მოვიგეთ.
ქულათა ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელია, სხვა გუნდებიც აგებენ თამაშს. სეზონის განმავლობაში არის მომენტი, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ მიდის, მაგრამ არის მომენტიც, როცა ყველაფერი შენთვის სასარგებლოა.
ვიცით, რომ თამაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ გუნდებს შორის ჩამორჩენა გვაქვს და ეს გუნდები კარგი გუნდები არიან.
რთული ჩემპიონატია, თუმცა მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიაროთ და ვნახოთ, რა მოხდება. კვირას კიდევ ერთ რთულ მატჩს ვატარებთ, ვნახოთ, გამომგვივა თუ არა სამი ქულის აღება", - განაცხადა პორტუგალიელმა.