”იუნაიტედის” თავდასხმელის, ფედერიკო მაკედას აგენტმა, ჯოვანი ბიამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ახლოსაა ”შტუტგარტში” გადასვლასთან არენდის წესით.მაგრამ თუ ფეხბურთელი გაამართლებს ”შტუტგარტის” იმედებს ამავდროულად, კიკოს შეეძლება გერმანიაში დარჩენა და კლუბთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმება.
”ჩვენ თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას ”შტუტგარტის” ხელმძღვანელობასთან.მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.ფედერიკოთი ბევრი კლუბი ინტერესდება.ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ მაკედაზე ორი ესპანური გუნდიც ნადირობს და შეეცდებიან მის გადაბირებას.”-ამბობს ბია Tutto Mercato Web-თან საუბარში.
”არის შემოთავაზებები იტალიური კლუბებიდანაც.მაგალითად, ”სიენასგან” და ”ბოლონიასგან”, მაგრამ ვფიქრობ, სერ ალექსს არ სურს მისი გაშვება იტალიაში.ის გადავა ისეთ კლუბში, სადაც შესაძლებელი იქნება სამუდამო კონტრაქტზე ხელის მოწერა.”