თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1703,
კომენტარები: 8
მოურინიო: "შეუძლია, კიდევ ერთი სტარტის იმედი ჰქონდეს"
ჟოზე მოურინიო ჰენრიხ მხითარიანს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიანიშნა, რომ "ფეიენოორდთან" ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჰენრიხ მხითარიანის გამოჩენა კვლავ შესაძლებელია.

სომეხმა ფეხბურთელმა ევროპის ლიგის მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულ მეორე მატჩი იყო მისთვის სასტარტო შემადგენლობაში.

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა შეხვედრის შემდეგ ახალი ეტაპის დასაწყისის იმედი გამოთქვა. თავად მოურინიომ კი 27 წლის ფეხბურთელს ოპტიმისტური შეტყობინება გაუგზავნა.

"ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია, ასევე ითამაშოს პრემიერ ლიგაში. პრემიერ ლიგა განსხვავებულია - კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. თვითრწმენის დონე უფრო აიმაღლებს.

ასეთი თამაშის შემდეგ უფლება აქვს სჯეროდეს, რომ მომდევნო მატჩშიც ითამაშებს, მან კი პრემიერ ლიგაში უფრო მეტი ფიზიკურობითა და აგრესიით უნდა ითამაშოს.

ვიცოდით ვისაც ვყიდულობდით, ვიცოდით, რომ მაღალი დონის ტექნიკური შესაძლებლობების ფეხბურთელი მოგვყავდა. ძალიან ჭკვიანი და გონებამახვილია, თამაშს კარგად კითხულობს, რაც წაადგება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
27 ნოემბერი 2016 12:08
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
aba ra..mata aucileblad..jonss blindi sheuwyvilos is ampibia skamze..danarcheni dezea da sastavs ar shevcvlidi rac feinoordtan iyo
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 ნოემბერი 2016 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დღეს უნდა დააყენოს ძირითადში
0
№3
ავტორი: ikeoni
27 ნოემბერი 2016 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Aucileblad ziritadshii ❤️
0
№4
ავტორი: GeorgeBest
27 ნოემბერი 2016 13:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგაში ერთი ისეთი თამაში როგორიც ფეიენოორდთან იყო და ვერავინ ამოაგდებს სასტავიდან
1
№5
ავტორი: dybbuk
27 ნოემბერი 2016 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
დღეს განსაკუთრებით ვბალეშიკობ პირადად ჰამლეტიჩს, იმედია მოწოდების სიმაღლეზე იქნება
1
№6
ავტორი: roonet10
27 ნოემბერი 2016 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
დღეს უნდა იყოს ძირითადში.ჩემი აზრით მხითოს და მატას დუეტიტ მანჩესტერს შეუძლია რომ ითამაშოს ლამაზი კომბინაციებით,პასებით,ორივე ჭკვიანია და კარგად ხედავს მოედანს ორივე ძალიან პროდუქტული ფეხბურთელია
1
№7
ავტორი: rene harrison_
27 ნოემბერი 2016 15:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
დავაი სომეხ დღეს გვანახე რა ბიჭი ხარ
0
№8
ავტორი: JuanMata
27 ნოემბერი 2016 16:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მატა და მხითარიანი წინ ძაან მაგრად ააწყობენ თამაშს.

ეტყობოდა გუნდთან ერთად არ უთამაშია, დროს თუ მიცემს და შეეწყობა, კარგი იქნება.

კედლის გათამაშება, მგონი ინსტინქტის დონეზეა აქვს, პასს აკეთებს და ეგრევე წინ გარბის wink
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top