თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2016, 22:34
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2546,
კომენტარები: 7
'Maradona Good, Pele Better, George Best'
ჯორჯ ბესტის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა.
'Maradona Good, Pele Better, George Best'
ჯორჯ ბესტი ან როგორც გვენებოს ჯორჯ "საუკეთესო" "მანჩესტერ იუნაიტედში" 1963 წლიდან ასპარეზობდა, 11 წელში მის ანგარიშზე 361 მატჩი და 137 გოლია. დღეს 25 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს რომ ლეგენდის გარდაცვალებიდან უკვე 11 წელი გავიდა. ბესტი უდავოდაა "მანჩესტერის" და ზოგადად ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა, თუმცა მისი თამაშით გულშემატკივრები იმდენად იყვნენ მოხიბლულები რომ ალბათ ყველას გაგვახსენდება გამოთქმა: პელე კარგი,მარადონა უკეთესი,ბესტი კი საუკეთესო. ის მართლაც საუკეთესო იყო, ახლა კი ერთად გავიხსენოთ "მანჩესტერელი" გმირის კარიერის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

1) ლიგის პირველი ტიტული

მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ "იუნაიტედმა" პირველად შეძლო ტიტულის მოგება 1964–1965 წლებში. ბესტი ამ დროისათვის 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც რეგულარულად თამაშობდა. ჩრდილოეთ ირლანდიელმა ვინგერმა 10 გოლის გატანა მოახერხა, ვარსკვლავი დაიბადა !

2) ბესტი "ბენფიკას" წინააღმდეგ.

1960–იან წლებში როგორც ამბობდნენ გასვლითი თამაშების მოგება ძალზედ რთული მისია გახლდათ. ხანგრძლივი მოგზაურობები, მსაჯობასთან დაკავშირებული პრობლემები და ბევრი სხვა. მეოთხედ ფინალის პირველ მატჩში მანჩესტერელებს 3–2 ჰქონდათ მოგებული, ბასბი ფეხბურთელებს მაქსიმალურად მოუწოდებდა ანგარიშის შენარჩუნებისკენ მაგრამ იყო ფეხბურთელი რომელსაც განსხვავებული იდეები ჰქონდა და ეს ფეხბურთელი სწორედ ჯორჯ ბესტი გახლდათ. პირველ 13 წუთში მან ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ იმ ღამეს მანჩესტერმა ლისაბონში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, 5–1.

3) ევროპის თასის გამარჯვებული.




"იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური გუნდი რომელმაც ევროპის თასის აღება მოახერხა. 1968 წლის ფინალში ბესტი მთავარი მოქმედი პირი იყო. მატჩში ფრე ფიქსირდებოდა როცა ბესტმა ბოლო წუთებზე ამ ბრწყინვალე სოლო გოლით "იუნაიტედი" წინ გაიყვანა, საბოლოოდ მატჩი მანჩესტერმა 4–1 მოიგო.

ამ დროისათვის ბესტი 22 წლის იყო.

4) ოქროს ბურთის მფლობელი

'Maradona Good, Pele Better, George Best'

მიუხედავად იმისა რომ ის 22 წლის იყო, მან თავის გუნდს ევროპის ყველა პრესტიჟული ტურნირი მოაგებინა. ბესტი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამასთან ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო მწერლების ასოციაციის მიერ წლის ფეხბურთელად იქნა დასახელებული.

ამის შემდეგ ჯორჯს კარიერაში ჩავარდნა აქვს, თუმცა მაინც ახერხებს განსაკუთრებული მოგონებების დატოვებას.

5) 6 გოლი "ნორთჰემპტონის" კარში



1970 წლის თებერვალში ბესტი ახალ რეკორდს ამყარებს, ის კლუბის ისტორიაში ხდება პირველი ფეხბურთელი რომელსაც ერთ მატჩში 6 გოლი გააქვს.

6) ბესტის გოლი "ტოტენჰემის" კარში



7) ბესტის გოლი "შეფილდის" კარში



8) ბესტი ამჯერად ინგლისის წინააღმდეგ.



9) ჯორჯ ბესტი ამერიკას აოცებს



თუ თქვენ გაინტერესებთ ვინ იყო ჯორჯ ბესტი, აუცილებლად იხილეთ ეს გოლი, გოლი რომელიც მან ამერიკაში ასპარეზობისას "სან ხოსეს" რიგებში გაიტანა. ამერიკელი კომენტატორი გაოცებას ვერ მალავდა: "საუკეთესო გოლი რომელიც ოდესმე მინახავს" !

10) უკვდავება

'Maradona Good, Pele Better, George Best'

დიახ, ის გარდაიცვალა 2005 წელს მაგრამ მისი სახელი ცოცხლობს. თუ თქვენ "ოლდ ტრაფორდს" ესტუმრებით, მაშინ აქ ბესტს აუცილებლად შეხვდებით, 2008 წელს "ოლდ ტრაფორდთან" ბესტის, დენის ლოუს და ბობი ჩარლტონის ქანდაკებები დაიდგა. "წმინდა სამეული" ან ბესტი,ლოუ და ჩარლტონი, სამეული რომელმაც შექმნა "იუნაიტედის" ისტორია. ჯორჯ ბესტი მათ შორის ნამდვილად იყო ერთ–ერთი საუკეთესო.

ბოლოს კი ჯორჯ ბესტის ალბათ ყველაზე უფრო ცნობილი ციტატით დაგემშვიდობებით: "ლივერპულის" კარში 30 იარდიდან გატანილი გოლი თუ მის მსოფლიოსთან გატარებული ღამე? რთული არჩევნია, თუმცა საბედნიეროდ ცხოვრებაში ერთიც გამიკეთებია და მეორეც.

წყარო:Bleacher Report
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
26 ნოემბერი 2016 13:28
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ისე ლოუ თუ სწორად მახსოვს სიტიშიც თამაშობდა..როგორც შმეიხელმა გააკეთა..რატო უნდა გადაწყვიტო ეგეთი რამე არ ვიცი..ტევესის ძეგლი რო დადგან ოლდ ტრაფორდთან :))
0
№2
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2016 23:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი იყო და სამწუხაროა რომ კარიერა ესე დაასრულა. შეეძლო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე გაეწია მარა რად გინდა
0
№3
ავტორი: bziki
29 ნოემბერი 2016 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბესტი: ჩემი ქონების 80% ქალებში,დასალევსა და მანქანებში დავხარჯე დანარჩენი უბრალოდ გავფლანგე.
არ იცხოვროთ ჩემსავით!
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2016 00:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Legenda :)
0
№5
ავტორი: makaveli
29 ნოემბერი 2016 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: gache1991
ისე ლოუ თუ სწორად მახსოვს სიტიშიც თამაშობდა..როგორც შმეიხელმა გააკეთა..რატო უნდა გადაწყვიტო ეგეთი რამე არ ვიცი..ტევესის ძეგლი რო დადგან ოლდ ტრაფორდთან :))

სად შმეიხელმა რო გააკეტა და სად ტევესმა მანჩესთვის .. მითუმეტეს ლოუმ უდიდესი წვლილი შეიტანა იუნაიტედის ისტორიაში და მანჩეს რო გაუტანა სიტიდან არ აღნიშნა და ტირილი დაიწყო
1
№6
ავტორი: LASHQARA
29 ნოემბერი 2016 03:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აქ რა უნდა დაწერო ისტორიამ დაწერა უკვე თავისი ჩვენ მხოლოდ ვუყუროთ და დავტკბეთ იმ კადრებით, იმ ისტორიის კითხვით რაც ბესტმა და სხვა დანარჩენმა ლეგენდებმა შექმნეს ... მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალექს ფერგიუსონმა და სადაც მანჩესტერს ახსენებენ 80 წლისაც რომ ვიყო მაინც ყველაზე დიდი სიხარულით და აღტაცებით სერ ალექს ფერგიუსონს გავიხსენებ love am
0
№7
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2016 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Sheudarebeli ubralod sauketeso ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top