"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი აღნიშნავს, რომ ინგლისის ნაკრებში ყოფნისას იგი არავითარ ქორწილს არ დასწრებია.
გასული კვირის ერთ-ერთ აქტუალურ თემად რუნის სკანდალური ფოტო იქცა, რომელშიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუნია ასახული.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ფეიენოორდის" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს სკანდალური თემა და რუნის ჰკითხეს, მიღწევა უფრო განსაკუთრებული თუ გახადა მოედნის გარეთ მომხდარმა დრამამ.
"არა, ეს ყველაფერი თქვენისთანა ხალხის შეთხზულია. მედიის წარმომადგენლები არაფრისგან იღებენ დიდ შემოსავალს. ქორწილში ფეხიც კი არ დამიდგამს და სამარცხვინოა, რომ ასეთი დიდებული გამარჯვების შემდეგ ამაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ევროტურნირების მასშტაბით.