თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2016, 11:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1956,
კომენტარები: 8
მოურინიოს ვერდიქტი გამარჯვების შემდეგ
ჟოზე მოურინიოს განცხადება მატჩის შესახებ.
მოურინიოს ვერდიქტი გამარჯვების შემდეგ
ჟოზე მოურინიო ბედნიერია გუნდის თამაშითაც შედეგითაც, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩის შედეგად ევროპის ლიგის ჯგუფში სამი ქულა მოუტანა.

საერთო ემოცია

"დიახ, ბედნიერი ვარ, შედეგითაც და თამაშითაც. მატჩის წინ ვამბობდი, რომ უშედეგო თამაში კარგი არ არის, მაგრამ მომავლის იმედს გაძლევს. კარგი შედეგი და ცუდი თამაში კი მხოლოდ ბედნიერი მომენტია, მაგრამ მხოლოდ მომენტია და არა ბედნიერი მომავალი. ამჯერად ძალიან კარგად ითამაშეს, გოლებიც გაიტანეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველივე დღიდან ვამბოდით, რომ ევროპის ლიგაზე კარგად გამოსვლა გვინდა. ოთხი ქულა გვჭირდებოდა, ახლა კი მხოლოდ ერთი გვჭირდება."

რუნის რეკორდი ევროპაში


"რეკორდის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამაზე მნიშვნელოვანი მაინც სამი ქულა და გუნდის თამაშია, მაგრამ, როცა ისტორიას ქმნი, მშვენიერია, შენი კარიერის მშვენიერი ნაწილი და ამ შემთხვევაში უეინი ფანტასიკურია."

მხითარიანის დაბრუნება

"გულშემატკივართა ასეთი გულთბილი მიღება დაიმსახურა, რადგან ძალიან კარგად ითამაშა. ყოველთვის ვითარდება, ვითარდება, ვითარდება, იქამდე ვითარდებოდა, სანამ არ გადაიღალა და ჩავთვალე, რომ ახლა შესაფერისი დრო იყო მისთვის. მისი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა და ეცდება იგივე პრემიერ ლიგაშიც გააკეთოს, რომელიც სრულიად განსხვავებული სირთულეების მქონე ჩემპიონატია."

არჩევანის თავსატეხი

"პრობლემა მაშინ არსებობს, როცა შერჩევისას გიჭირს. როცა ფილ ჯონსი, მარკოს როხო, სმოლინგი და ბაიი ტრავმირებული იყვნენ, ეს დიდი, დიდი, დიდი პრობლემა იყო, ასე რომ, შერჩევის დილემა კარგი პრობლემაა."

ოთხ დღეში ორი მატჩი "ვესტ ჰემთან"

"სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, ეს არასდროს მომწონდა. ჩემს კარიერაში ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, რაც კარგი საერთოდ არ არის. მაგრამ მეორე მატჩი უბრალოდ უნდა დავივიწყოთ და პირველზე ვიფიქროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედოთ."

ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2016 11:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოუს მაგრად გაუფუჭეს ნერვები მსაჯებმა. ყოველ მატჩში რაღაც არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მხითარიანის მომენტზე რა რეაქცია ჰქონდა! wink ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ახლა ეს ეიფორიულ მომენტად ჩაითვალოს და "ვესტ ჰემთან" ყველაფერი გააფუჭონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2016 11:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრ შეცდომებს უშვებენ მსაჯები, ძაან ბევრს და მაგრად ტეხავს
0
№3
ავტორი: Lady in red
25 ნოემბერი 2016 11:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იგივე შემართებით თამაშს ველი ვესთ ჰემთან, უკვე დროა ითამაშონ და კრიტიკოსებს თუ სხვა გუნდის გულშემატკივრებს მოაკეტინონ. მსაჯებზე აღარაფერს ვამბობ, მივეჩვიე უკვე მათ ბევრ შეცდომებს და ნეტა როდემდე გაგრძელდება ასე. ძალიან ვისიამოვნე თამაშით და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2016 12:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამ სეზონში ბევრჯერ ყოფილა კარგი თამაშის მერე ძალიან ცუდი თამაში და უკვე დროა რო სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს გუნდმა და ვესთ ჰემთან ველი უკვე ამას
0
№5
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2016 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi joze ese unda gavagzelot
1
№6
ავტორი: MEMPHIS 7
25 ნოემბერი 2016 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ახლა ვესთჰემის განადგურების დროააა და გუნდი დაიქოქებააა
0
№7
ავტორი: stepno
25 ნოემბერი 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე-2 მატჩი დაიკიდეთ რაა
0
№8
ავტორი: gaga1987
25 ნოემბერი 2016 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მოუგებთ ვესტ ჰემს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top