უეინ რუნის აცილებულ თერთმეტმეტრიანს ”ვესტ ჰემთან” არ ჰქონდა მნიშვნელოვანი დატვირთვა, მაგრამ სერ ალექსს აწუხებს ეს პრობლემა და მოითხოვს უკეთესს რეალიზაციას.მანჩესტერს წელს უფრო მეტი აცილებული პენალტი დაუგროვდა, ვიდრე გატანილი.ფერგიუსონმა ამ ყველაფრის შესახებ MUTV-სთან ისაუბრა.
”უნდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენთვის, რის გამოსწორებასაც უნდა ვეცადოთ.მახსოვს, იყო საუბარი რიკი ლამბერტის შესახებ, რომელიც ”საუტჰემპტონში” ასპარეზობს.მან 31 შერსულებული თერთმეტმეტრიანიდან 31 გოლი გაიტანა.ეს ფენომენალური შედეგია.ასევე, შემიძლია გავიხსენო მატ ლი ტაისერი, რომელმაც 48 შესაძლებლობიდან 47 გამოიყენა.”რეინჯერსში” კი თამაშობდა ჯონი ჰაბარდი, რომელმაც კარიერის განვმალობაში 65 პენალტი გაიტანა 68-დან.თერთმეტმეტრიანი- ეს ბონუსია კლუბისთვის.შენ გაქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა გოლის გატანისა და ვალდებული ხარ, გამოიყენო ის.”
რუნის არაწარმატებული დარტყმა თერთმეტრიანის ნიშნულიდან იყო მე-2 ამ სეზონში მისთვის.მან ასევე ვერ გაიტანა ”არსენალთან” მატჩში.კლუბს დაუგროვდა 5 გამოუყენებელი პენალტი მიმდინარე სეზონში.ასევე წარუმატებელი გამოდგა ჩიჩარიტოს ცდა ”უიგანთან” საშინაო მატჩში.ნანიმ ”გალათასარაის” მეკარეს ვერ აჯობა, ისევე როგორც რობინ ვან პერსიმ ”საუთჰემპტონისას”.ასე რომ, მართალია ყველა აცილებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ”წითლებმა” მაინც იმარჯვეს, სერ ალექსი მოითხოვს უკეთეს შესრულებას.ბოლოს კი შემოგთავაზებთ ”იუნაიტედის” მიერ დარტყმულ ყველა პენალტს.