თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1720,
კომენტარები: 6
იბრაჰიმოვიჩი: "იუნაიტედში" გადასვლა შარშანაც შემეძლო"
შვედმა ფორვარდმა ლუი ვან გაალის გუნდში გადასვლა არ ისურვა.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, მას გასულ წელსაც შეეძლო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, მაგრამ ლუი ვან გაალის გუნდი უარით გაისტუმრა.

უფასოდ გადაბირებული იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთია იმ ოთხ ფეხბურთელს შორის, რომლებიც მიმდინარე წლის ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდნენ სათამაშოდ.

გუშინ მოურინიომ დაადასტურა, რომ "იუნაიტედი" კიდევ ერთი წლით აპირებს შვედი ფორვარდის შენარჩუნებას, თავად ფეხბურთელი კი ამის წინააღმდეგი არ არის.

"აქ ერთი წლით ადრეც შემეძლო მოსვლა, მაგრამ პსჟ-ში დავრჩი. ვერ ვიგრძენი, რომ შესაფერისი მომენტი იყო და ამას არ ვნანობ.

"იუნაიტედში" 35 წლის ასაკში გადმოვედი. შემეძლო სახლში ვმჯდარიყავი და ბედნიერებით დავმტკბარიყავი, მაგრამ არა, მე მარტო ვიმოგზაურებ და სადაც წავალ, ყველაფერს დავიპყრობ.

გამოწვევას არასდროს ვაქცევ ზურგს. ბევრი ფეხბურთელი ერთ ადგილზე ჩერდება და დედას ელოდება, როდის მოუმზადებს საჭმელს. მეც შემეძლო "მალმიოში" დარჩენა და კომფორტში ყოფნა.

მე ვიპოვე კლუბი, რომელიც იმავე დონეზეა, რომელზეც ყველა ის კლუბი იყო, სადაც ვთამაშობდი - "ბარსელონა", "მილანი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: - MEMPHIS -
24 ნოემბერი 2016 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ძალიანაც კარგი ქენი შენ რომ აქ ყოფილიყავი, მარკუსა არ გვეყოლებოდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2016 21:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვან გაალთან რო არ ისურვებდა გადმოსლას რად უნდა თქმა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 ნოემბერი 2016 22:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია მერე რაღაც მხრივ. რეშფორდი შეიძლება ეხლაც კი არ ყოფილიყო გამოჩენილი. ისე წარმომიდგენია რა თამაში იქნებოოდა ეს რო გვყოლოდა, ჯერ ფელაინის უტრაკებდნენ თავზე და ამასთან ალბათ დე ხეაც ჩააწვდიდა
1
№4
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2016 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Zlatan erti axalgazdoba kide unda gaixseno ❤️
0
№5
ავტორი: niksonpro101
24 ნოემბერი 2016 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
მოუტმენლად ველი დღევანდელ მატჩს manunited
0
№6
ავტორი: gache1991
25 ნოემბერი 2016 00:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
3 გოლი გაგვაქ..ერთი მხითარიანს გააქ..აიი ზუუსტად ეს სემადგენლობა მარტო დეხეას დავამატებდი და მინიმუმ სამ ტურს ვატამაშებდი შეუცვლელად თუ სმოლინგი დაბრუნდა მაგასაც და კერიკი ერერას ორივეს მივცემდი დროს და ვესტჰემსაც ორივეჯერ მოუგებთ და ბევრს კიდე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top