თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2984,
კომენტარები: 7
რუნი გამოსამშვიდობებელ მატჩს ითხოვს
უეინ რუნიმ ფედერაციას თხოვნით მიმართა.
რუნი გამოსამშვიდობებელ მატჩს ითხოვს
ინგლისის ნაკრების სასტუმროში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, უეინ რუნიმ საფეხბურთო ასოციაციაში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა მის საპატივცემულოდ მატჩის ჩატარების საკითხზე.

რუნიმ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. მის ანგარიშზე ამჟამად 119 მატჩი და 53 გოლია "სამ ლომთა" რიგებში.

ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, მოედნის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელს და ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ოთხგზის გამარჯვებულს მიაჩნია, რომ ასოციაციამ მას ღირსეული გაცილება უნდა მოუწყოს.

გასულ სამშაბათს უეინმა თავისი აგენტი პოლ სტრეტფორდი და იურისტი მარკ უიტლი FA-ს ოფისში გაგზავნა, რათა თავისი ღვაწლი შეეხსენებინა.

The Sun-ი იტყობინება, რომ 31 წლის ფეხბურთელის გეგმა ინგლისის ნაკრების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩის ჩატარებასა და მუსიკალური კონცერტის ორგანიზებაში მდგომარეობს. ამ ორი ღონისძიების საშუალებით რუნის 5 მილიონი ფუნტის შეგროვების იმედი აქვს, რომელსაც ქველმოქმედებისკენ მიმართავს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, უეინი ერთი ღამით "უემბლის" დაქირავებას ეცდება, რათა რუნის სიმბოლურ ნაკრებსა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებს შორის მატჩი გამართოს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2016 18:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეჰ 31 წლისაა და უკვე 35-ის მგონია. არ მეგონა ასე მალე თუ გახდებოდა ,,ვეტერანი'' მარა ისიცაა რო 16 წლი ასაკიდან უკვე პროფესიონალური მატჩების ჩატარება დაიწყო ძირითად გუნდში
0
№2
ავტორი: MAN mou MAN
24 ნოემბერი 2016 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
Me kide mjera ri kide gagrdzelebs tamashs
0
№3
ავტორი: dybbuk
24 ნოემბერი 2016 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
როჟას ტორესი დაემართა, რა მაგრად ტეხავს როცა ესეთი დონის ფეხბურთელების ესეთ პერფორმანსის მომსწრეები ვხდებით
0
№4
ავტორი: - MEMPHIS -
24 ნოემბერი 2016 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ძაან ცუდად იმოქმედა მასე ამ ფაქტმა cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№5
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2016 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ulaparakod unda chaataron
0
№6
ავტორი: giorgi_mg
24 ნოემბერი 2016 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რუნიზე ჩემი აზრით ყველაზე მაგრად ფერგის წასვლამ იქონია გავლენა
2
№7
ავტორი: giorgi kandelakishvili
24 ნოემბერი 2016 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ციტატა: giorgi_mg
რუნიზე ჩემი აზრით ყველაზე მაგრად ფერგის წასვლამ იქონია გავლენა

ეგრეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top