თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2016, 19:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2340,
კომენტარები: 6
მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია "ფეიენოორდთან" მატჩის წინ.
მოურინიოს პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ლიგის ეგიდით "ფეიენოორდთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

"იუნაიტედის" სათამაშო ფორმის შესახებ

"შედეგები არ არასაკმარისად კარგია, განსაკუთრებით თამაშის ფონზე. მაგალითისთვის, "არსენალთან" ფრე ნორმალური შედეგია, დრამატული არაფერია. მაგრამ ძალიან კარგად თამაშობ, სრულად დომინირებ და მერე შედეგი ცუდი გამოდის კარგი თამაშის გამო, ასე იყო განსაკუთრებით ბოლო სამ საშინაო მატჩში - "სტოკი", "ბარნლი" და "არსენალი".

შეიცვალა მიდგომა "ფეიენოორდთან" ბოლო შეხვედრის შემდეგ?

"ოთხი ქულა გვჭირდება. წაგების უფლება არ გვაქვს, ასე რომ, ხვალ იქნება მატჩი, რომელშიც ორი გამოსავალია. დიახ, ამ მატჩს ამის ცოდნის ფონზე ვხვდებით. გადამწყვეტი თამაშია".

მოურინიო თავისი კონტრაქტის შესახებ საუბრობს

"სამწლიანი კონტრაქტი, რომელიც მივიღე, სამართლიანი პერიოდია იმისთვის, რომ არ ვიყოთ იქ, სად ყოფნაც არ გვინდა. სამი წელი მხოლოდ სატრანსფერო ფანჯარას არ მოხმარდება, არამედ ფეხბურთელებთან ჩემს ურთიერთობას და ურთიერთგაგებას, ჩემს პიროვნებას, როგორც მწვრთნელისას, ჩემს სტაბილურობას, ამ ყველაფრისთვის ეს საკმარისი პერიოდია.

მაგრამ თუ იმას მკითხავთ, ჩემს მესამე წელს ველი თუ არა კარგი შედეგისთვის, "არას" გიპასუხებთ. ჩემს პირველივე სეზონში ვეცდები კარგი შედეგის მიღწევას".

გულშემატკივრები მოურინიოს აოცებენ

"რამდენიმეჯერ დავაღალატეთ მართლაც ცუდი თამაშით, მაგრამ არასდროს გვიღალატია თავდადებით, ენთუზიაზმით, ფენომენალური შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ნათლად მესმის, რის მიღწევას ცდილობს გუნდი. არა მგონია, ცუდი თამაშით გქონდეს ნათელი მომავალი, ნათელ მომავალს კარგი თამაში იძლევა.

გუნდი ბედნიერია ჩვენი თამაშით, სტრუქტურით, დინამიკით და საფეხბურთო პრინციპებით."

"იუნაიტედში" მუშაობა ისეთი რთულია, როგორსაც მოურინიო ელოდა


"ეს სამუშაო ისეთი რთულია, როგორსაც ველოდი. როცა ვამბობდი, პრემიერ ლიგის მოგება წელსვე მინდა-მეთქი, რისკს ვაცნობიერებდი. მაგრამ კვლავაც, ბოლო სამ საშინაო მატჩზე რომ ვფიქრდები, ვერაფრით გამიგია, როგორ ვერ გავიმარჯვეთ. ამ ექვსი ქულით ახლა ოთხეულში ყოფნა შეგვეძლო, პირველ და მეორე ადგილთან ძალიან ახლოს, ასე რომ, რთულად მისაღები აქ ასე კარგად თამაში და ამ სამი მატჩის ვერ მოგებაა".

ტრანსფერების შესახებ დასმულმა შეკითხვამ მოურინიო გააცინა

"თქვენ მხოლოდ ინტერვიუს გაძლევთ! ყოველ კვირაში რაღაცის დამტკიცება გვიხდება და ასევე არიან ფეხბურთელებიც. არც იმის თქმაა საკმარისი, რა მოხდა იქ და რა მოხდა აქ რამდენიმე წლის წინ, წინა კვირას კარგად ვერ ითამაშე, მომდევნოში ითამაშებ, ფეხბურთელებმა განსაკუთრებულად უნდა ითამაშონ და უკეთესად იმოქმედონ, თუმცა ეს ნორმალურია."

ეცდება "იუნაიტედი" მესის შეძენას?

"მესის შესახებ ყოველ წელს ერთსა და იმავეს ამბობენ, ყოველ წელს მიდისო, მაგრამ არასდროს მიდის და სიმართლე გითხრათ, იმედიც კი მაქვს, რომ არსად წავა, რადგან "ბარსელონასთვისაა" შექმნილი."

მოურინიო სამწლიან კონტრაქტზე

"მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ჩემი კონტრაქტის დასაწყისში ვარ, პროცესის დასაწყისში, ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. მინდა თუ არა სამ წელზე მეტ ხანს დავრჩე? დიახ, მინდა. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი."

ეთანხმება მოურინიო აზრს იმის შესახებ, რომ რუნის ჯერ საკუთარი თავი არ ამოუწურავს?


"როცა თქვენი შეკითხვის დასაწყისს ვუსვმენდი, ვიფიქრე, რომ მეკითხებოდით, ქორწილში ან სადმე სხვაგან ყოფნა უარესი ხომ არ იქნებაო, უნდა გეკითხათ."

ამ სიტყვების შემდეგ მოურინიო წამოდგა და დარბაზი დატოვა.

წყარო: M.E.N.
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2016 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთადერთი რაშიც მოურინიოს არ ვეთანხმები ხოლმე, შემადგენლობის შერჩევაა (მხითარიანის და შვაინშტაიგერის თემა კიდე ცალკე საკითხია) ხშირად შერჩეული, ალოგიკური შემადგენლობით ვან გაალს მაგონებს ხოლმე, ასე მგონია ფეინოორდთანაც რო რაღაცას მოიგონებს და შეიძლება იანგი მცველად დააყენოს, ლინგარდი ათამაშოს და ა.შ. სხვა დანარჩენი, რასაც ველოდი დაახლოებით იგივეა, ცოტათი ცუდიც, შედეგის თვალსაზრისით, ხარისხი რო გამოსწორდა ამაზე დავა არ ღირს მარა ამ ხარისხს უნდა ახლდეს სტაბილურობა რაც ჯერ კიდეც არ ჩანს.
1
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2016 20:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფანები მაგრად ევასება და გამიხარდება ამ ყველაფერს გულწრელად თუ ამბობს
0
№3
ავტორი: gache1991
23 ნოემბერი 2016 23:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან კარგი რო მოსვლა უნდოდა ყველავიცით და ძალიან კარგი რო სამი წლით არ არი მოსული..ვფიქრობ რო უნდა დარჩეს დიდ ხანს.ბევრი არ დამეთანხმება მარა რეალურად ამ გუნდს ტრენერების ცვლა არაფერში გამოადგება..გვარდიოლა აქ არ მოა,კლოპი არ მოვა,სიმეონე ალბათ ინტერში წავა და პოეტინოს მინიმუმ ორი სამი წელისტაბურად უნდა ატამაშოს ტოტე რო უფრო დიდ გუნდზე იფიქროს..აბა ყურბანბერდიევი ჩვენ არ გვინდა(თავის კრიალოსანით) ან კაჩალკა სლუცკი :D:D
0
№4
ავტორი: dybbuk
24 ნოემბერი 2016 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
აი მაგრად მაინტერესებს ფეიენოორდთან რა სასტავს დააყენებს :D
0
№5
ავტორი: ikeoni
24 ნოემბერი 2016 02:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Jozes imedi yoveltvis unda gqondes ❤️
0
№6
ავტორი: mufc1878
24 ნოემბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
მოუ გენიააააააააააააააააააააააააააააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top