"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ პოლ პოგბას გუნდის ცუდი მდგომარეობა უშლის ხელს თავის წარმოჩენაში, მაგრამ მისი დრო აუცილებლად მოვა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არაერთხელ გახდა საფეხბურთო ექსპერტების კრიტიკის ობიექტი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ. მას არასაკმარის შრომასა და გუნდური თამაშისთვის შეუფერებელ მოქმედებაში ადანაშაულებენ.
"იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელ იმონ დანფის კი საერთოდაც მიაჩნია, რომ ფრანგს ფეხბურთი არ ესმის.
იბრაჰიმოვიჩი ამგვარ აზრს საკუთარი შეხედულებით ეწინააღმდეგება. "პოლი ბევრს შრომობს. მასზე დიდი ზეწოლაა და ხალხი მისგან მოკლე დროში ჯადოქრობას ელის. ოთხი ახალი მოთამაშე, ახალი მწვრთნელი გვყავს, იტალიაში დიდებულ რამეებს აკეთებდა, ვიცით, რომ კარგი ფეხბურთელია და ამას "მანჩესტერ იუნაიტედშიც" აჩვენებდა.
გუნდი რომ ფანტასტიკურად გამოიყურებოდეს, ინდივიალურადაც ადვილი იქნებოდა თავის წარმოჩენა. მისი დროც მოვა", - განაცხადა შვედმა.