ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა კრიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც თვლიან, რომ შვედი თავისთვის ჩვეულ ფეხბურთს ვერ აჩვენებს.
იბრას სათამაშო შესაძლებლობები განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა "ფეიენოორდთან" მატჩის წინ და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რატომ ვეღარ ანათებს "იუნაიტედში" ისე, როგორც ამას სხვა კლუბებში აკეთებდა, რაზეც 9 ნომერმა უპასუხა: "მე 24 საათი ვანათებ, ას რომ, გააჩნია, ჩემგან როგორ გამონათებას მოითხოვთ.
იმას ვგულისხმობ, რომ ფეხბურთს 20 წელია ვთამაშობ და რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უკეთესი ვხდები. ხან ასე ვანათებ, ხან ისე, მაგრამ თუ უფრო მეტი გამონათება გინდათ ჩემგან, თქვენთვის ვეცდები ამის გაკეთებას".