ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბი ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტში შეტანილი პუნქტით ისარგებლებს და მას კიდევ ერთი წლით დაიტოვებს თავის რიგებში.
შვედი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა "იუნაიტედის" რიგებში, მის ანგარიშზე რვა გოლია.
გასულ ზაფხულში საფრანგეთის დატოვების შემდეგ ზლატანმა "იუნაიტედმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შეთანხმების 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივას ისახავს, მოურინიოს განცხადებით, კლუბი ამ უფლებით ისარგებლებს.
"ზლატანის სიტუაცია მარტივია: მას ერთს პლუს ერთწლიანი კონტრაქტი აქვს კლუბთან და მისით ბედნიერი ვარ. მეორე სეზონის ოპციასაც ავამოქმედებთ, ასე რომ, ორ წელიწადში იმას გააკეთებს, რაც უნდა, რადგან თავისუფალი იქნება.
ზლატანი ბედნიერია, მოსწონს და უყვარს სიცოცხლე, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელს. მის საფეხბურთო კარიერაში ეს ალბათ, ბოლო დიდი გამოწვევაა, ასე რომ, მისთვისაც დიდებული იქნებოდა მომდევნო 18 თვის განმავლობაში აქ ყოფნა, მერე კი თავის ბედს თვითონ განაგებს", - განაცხადა მოურინიომ.