მოგესალმებით Aon-ის სავარჯიშო კომპლექსიდან, სადაც ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციისთვის ემზადება, რომელსაც "ფეიენოორდთან" მატჩის წინ გამართავს. მოურინიო ჟურნალისტებს თბილისის დროით 17:30-ზე შეხვდება, მანამდე კი მატჩთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას.
მზადება პრესკონფერენციისთვის
ასე გამოიყურება საკონფერენციო დარბაზი, სადაც ჟოზე მოურინიო და მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
ახალგაზრდა კიპერი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
რეზერვების მეკარე კირენ ო'ჰარა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშზე იმყოფება, ისევე, როგორც ბასტიან შვაინშტაიგერი. კრის სმოლინგი და ერიკ ბაიი ორადორი ფეხბურთელია, რომელიც ვარჯიშს ვერ ესწრება.
საშინაო კომფორტი
"წითლები" გაცილებით უკეთ გამოიყურებიან საშინაო მატჩებში, სადაც ევროპის ლიგის ეგიდით "ფენერბაჰჩე" 4-1 გაანადგურეს. პოლ პოგბა კი თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.
ბოლო შეხვედრა
"იუნაიტედს" ნამდვილად არასახრბიელო შედეგი აქვს, რამეთუ მიმდინარე ევროპის სეზონში ორი მატჩი წააგო და ორი მოიგო. ერთ-ერთი ასეთი მარცხი სექტემბერში "ფეიენოორდთან" გასვლით მატჩში განიცადა. მატჩის მიმოხილვის ხილვა შეგიძლიათ ქვემდებარე ვიდეოს საშუალებით:
ოთხშაბათის სავარჯიშო სესია
"იუნაიტედის" ფეხბურთელები AON-ის სავარჯიშო ბაზაზე მომდევნო მატჩისთვის ემზადებიან და "იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტოგრაფები მათთან ერთად იმყოფებიან, რათა მოგვიანებით ფოტოსურათები მოგვაწოდონ.
პრევიუ: "იუნაიტედი" V "ფეიენოორდი"
გაიგეთ, როგორ ფორმაში იმყოფება "ფეიენოორდი" და რა კავშირია გუნდებს შორის ჩვენი პრევიუდან
ჯგუფის სატურნირო ცხრილი
აი, რა მდგომარეობაა ევროპის ლიგის A ჯგუფში. მოურინიო სრულად აცნობიერებს მომდევნო მატჩის მნიშვნელობას. "ფეიენოორდთან" ყველაფერი გადაწყდება - მატჩის წაგება არ შეიძლება, თორემ ევროპის ლიგას გამოვეთიშებით", განაცხადა მწვრთნელმა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.