თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2016, 13:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1754,
კომენტარები: 6
გიგზმა ასისტენტი უკვე შეარჩია
რაიან გიგზმა უკვე იცის, ვის აიყვანს ასისტენტად, თუ მთავარი მწვრთნელი გახდება.
გიგზმა ასისტენტი უკვე შეარჩია
რაიან გიგზმა განაცხადა, რომ ნიკი ბატი მისი ასისტენტი იქნება, თუკი ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

42 წლის უელსესმა "ოლდ ტრაფორდი" ზაფხულში დატოვა და დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას აპირებდა.

მან შეთავაზებებიც მიიღო "სუონსის", "უიგანისა" და "მკ დონსისგან", მაგრამ ყველა მათგანი უარით გაისტუმრა და საბოლოოდ სატელევიზიო ექსპერტი გახდა.

ბუნებრივია, გიგზის მთავარი მიზანი თავისი ყოფილი გუნდის გაწვრთნაა და ამბობს, რომ თუ ოდესმე ამას მიაღწევს, თანაშემწედ აუცილებლად ნიკი ბატს დაისვამს: "აკადემიის დირექტორია, ესე იგი, უკვე იქ არის. ბუნებრივი პროგრესია".

გიგზმა ასისტენტი უკვე შეარჩია


ბატი პოლ სქოულზთან და ფილ ნევილთან ერთად უკვე იყო გიგზის ასისტენტი, როცა ამ უკანასკნელმა დევიდ მოიესის გაძევების შემდეგ გუნდი დროებით ჩაიბარა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
23 ნოემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
რაიან !!! ჯერ გადახტი და მერე დაიძახე ჰოპა wink შემოგევლე როგორც ლეგენდას და ყოფილ ფეხბურთელს... მაგრამ ვფიქრობ ყველა დავიღალეთ ახალი ექსპერიმენტებით და გვინდა თუ არა ეს?? უნდა ვადროვოდ ჟოზე მოურინიოს...
1
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2016 14:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კი აქვს მცირე გამოცდილება მარა დიდი მიღწევებით არ გამოიღჩევა
1
№3
ავტორი: kobinio
23 ნოემბერი 2016 15:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
თუ ჩაბარება იყო ფერგის მერე უნდა ჩაებარებინა და აქამდე ამაზე უარესი შედეგი არ იქნებოდა.ახლა კიდე ამან რო ივარჯიშოს მანჩესტერით ამი დრო ნამდვილად აღარაა,
0
№4
ავტორი: dybbuk
23 ნოემბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
რას ელოდება ეგ ვერ გავიგე, უარით რო გაისტუმრა ეს გუნდები აბა პირდაპირ რეალს და მანიუს ვინ ჩააბაერბს, მაგდენს ვერ უნდა ხვდებოდეს? დრო გაყავს და ამით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, რაც უფრო მალე ჩაუდგება სამწვრთნელო საქმიანობას მით უფრო მალე ექნება შანსი რო მის საყვარელ გუნდს წაუძღვეს წინ, ან კიდე ერთი ნიკის ბატს კითხოს როდემდე აპირებს ბავშვებთან მუშაობას და ენდომება თუ არა ამდენი ხნის მერე ასისტენტობა, იმასაც ექნება ამბიცია ტრენერობის თუ არადა კვერცხი ყოფილა მაშინ :D
1
№5
ავტორი: ikeoni
23 ნოემბერი 2016 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
Jer adrea ra
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2016 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უნდა ჩაიბაროს რომელიმე გუნდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top