"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი თავისი კოლეგის, არსენ ვენგერის შესახებ.
გასულ შაბათს მოურინიომ ვენგერთან თავისი წაუგებელი სერია 12 მატჩამდე გაზარდა. მისმა გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩის მიწურულს გაუშვა გოლი და შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა "წითლები" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რამაც მოურინიოს იმედგაცრუება გამოიწვია.
"წინა პრესკონფერენციაზეც გითხარით. "არსენალის" მწვრთნელი 14 წელია ჩემპიონი არ გამხდარა. მე კი მხოლოდ 18 თვეა. 14 წლის განმავლობაში ვერ ააშენა გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდებოდა.
მე აქ მხოლოდ ოთხი თვეა ვარ. და მოთხოვნა მხოლოდ ჩემ მიმართ არსებობს, სხვების მიმართ არა. ალბათ, ჩემი კარიერის ბრალია, რადგან კლუბებში მივდიოდი და ყოველთვის სამართლიანად ვიგებდი.
აქაური რეალობა გაცილებით რთულია, რადგან პრემიერ ლიგა - მეტისმეტად რთული ტურნირია, სადაც არიან გუნდები, რომლებიც გაცილებით დიდი ხანია ემზადებიან, შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.
ახლა მანჩესტერში ნამდვილად მნიშვნელოვანია სტაბილურობა. სტაბილურობა, რომლის მოცემაც კლუბს სურს. სტაბილურობა, რომელსაც კლუბი მაძლევს. სტაბილურობა, რომელსაც ფანები მაძლევენ, მაგრამ პრესას ეს კარგად არ ესმის", - განაცხადა მოურინიომ.