ირლანდიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს იმონ დანფის მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისთვის ჩვეულ სიმაღლეზე აღარ იმყოფება.
იბრაჰიმოვიჩის ტიტულოვანი კარიერის ფონზე "იუნაიტედის" გულშემატკივარი მოხარული იყო "ოლდ ტრაფორდზე" შვედის გადასვლით, მაგრამ დანფის მიაჩნია, რომ მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა.
"მე ვიტყოდი, იბრაჰიმოვიჩში ფეხბურთი აღარ იგრძნობა. სუსტი გუნდების წინააღმდეგ მათ დასაწყისიდანვე უნდა ითამაშონ, როგორც მახსოვს, შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ეს გოლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მაგრამ მისი დრო წავიდა, უკვე 35 წელზე მეტი ხნისაა. სამუშაოს თავს ვეღარ ართმევს.
პასები, გოლების გატანა, მისი თამაშის ძირითადი ნაწილი ძალიან, ძალიან ცუდია", - განაცხადა დანფიმ.