ირლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი იმონ დანფი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას მორიგი კრიტიკოსი გახდა.
ყოფილ ფეხბურთელს, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დაიწყო, მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" ძალიან შორსაა "ჩელსისა" და "ლივერპულისთვის" სათანადო კონკურენციის გაწევისგან და ცალკეულ ფეხბურთელებს დასდო ბრალი.
დანფის მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო უკეთ ართმევს სამუშაოს თავს, ვიდრე ვან გაალი, მაგრამ გუნდი თავის მაქსმიმუმს მაინც ვერ აჩვენებს.
"ვან გაალის წასვლისა და მოურინიოს მოსვლის შემდეგ წინსვლა აქვთ, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
მაგრამ ვიტყოდი, რომ ძალიან შორის ისეთი გუნდებისთვის პრობლემის შექმნასთან, როგორიც "ჩელსია", რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გაანადგურა "იუნაიტედი", და "ლივერპულიც", რომლებიც, ჩემი აზრით, ასევე დაამარცხებენ, როგორც კი ერთმანეთს შეხვდებიან".
მოურინიოს გუნდმა ტოპ-გუნდებთან ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა შაბათს, როცა "არსენალმა" მატჩში ანგარიში გათანაბრება შეხვედრის მიწურულს მოახერხა და ირლანდიელს მიაჩნია, რომ ამაში დიდი დანაშაული პოლ პოგბას მიუძღვის.
"შთამაგონებელი თამაში აჩვენეს, მაგრამ მიწურულს მაინც გაუშვეს გოლი.
დავიდ დე ხეას მთელი შუადღის განმავლობაში საქმე არ ჰქონია, მაგრამ გოლის დროს მცველი მარკუს რეშფორდს გასცდა.
პოლ პოგბას იგი უნდა დაეზღვია, მაგრამ ეს არ ადარდებდა, უბრალოდ იქ დადგა, რადგან თამაში მართლაც არ ესმის.
ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდეს და ოლივიე ჟირუმ ადვილად გაართვა თავი. ძალიან ცუდი გოლი გაუშვეს".