ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიანიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მისი თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს.
35 წლის ფეხბურთელმა "პარი სენ-ჟერმენის" დატოვების შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ერთი წლის ვადით გახანრძლივების პუნტქს შეიცავს.
ჩატარებულ 17 მატჩში გატანილი 8 გოლის შემდეგ კი იგი აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის გახანგრძლივება შეუძლია. "გამოჩნდება. მხოლოდ ფეხბურთზე არ არის დამოკიდებული, სხვა რამეც მნიშვნელოვანია. როგორ ვგრძნობ თავს ფიზიკურად? მენტალურად? ეს პრობლემა არ არის, თავს გავართმევ. პსჟ-ში უფრო მეტ ზეწოლას ვგრძნობდი.
კლუბი, რომელშიც ზაფხულში გადავედი, ისეთი ძლიერი არ არის, როგორც კლუბი, რომელიც დავტოვე, მაგრამ მოურინიომ დამირეკა და გადაწყვეტილება ადვილად მივიღე.
როცა მირეკავს, მისვლის პრობლემა არ მაქვს. გადასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, თუ როდის წარმადგენდნენ "იუნაიტედის" ფეხბურთელად, დანარჩენი, ფინანსური მხარე, რთული ნაწილი სულაც არ იყო", - განაცხადა შვედმა.