"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიოს განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარიანს "არსენალთან" მატჩში თავის გამოჩენა გაუჭირდებოდა, რის გამოც იგი "ფეიენოორდთან" მატჩისთვის შემოინახა.
პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში "არსენალთან" 27 წლის ფეხბურთელის არყოფნას არავინ გაუკვირვებია - ჟოზემ თავისთვის ჩვეულ სტილში უარი თქვა ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სამსახურზე უარი.
მოურინიოს მიაჩნია, რომ მხითარიანი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში, მოცემული მატჩისთვის მზად არ იყო და მას ევროპის ლიგის მატჩში ათამაშებს.
"მას ვუთხარი, რომ "ფეიენოორდთან" მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. ცდილობს. ბედნიერი არ არის, მაგრამ თავის იმედგაცრუებას სწორად მიმართავს - მდუმარედ შრომობს და ადაპტირებას ცდილობს.
ვუთხარი, რომ "არსენალთან" მატჩი მისი შესაფერისი არ იყო. არა მგონია, რომ შეცვლაზე მხოლოდ 10-20 წუთისთვის შესვლა ის იყოს, რაც მას სჭირდება. მას ნაკლები ზეწოლა და უკეთესი პირობები სჭირდება, რათა თავისი უნარები გამოავლინოს. ვფიქრობ, კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში ან მეორე ტაიმში გამოვა.
დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოახდენს გუნდზე გავლენას, რადგან მისი სტილი პრემიერ ლიგას ერგება. მასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ველით", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.