რაიან გიგზი სულმოუთქმელად ელის FA თასის მეოთხე რაუნდის მატჩს ”ფულჰემის” წინააღმდეგ.”იუნაიტედი” ”ოლდ ტრაფორდზე” ლონდონურ კლუბს დაუპირისპირდება, სადაც მანჩესტერელების ყოფილი თავდასხმელი, დიმიტარ ბერბაროტოვი თამაშობს.ბულგარელმა ”ეშმაკებში” ოთხი სეზონი დაჰყო, ”კრივენ კოტეჯს” კი წინა ზაფხულში მიაშურა.
”ძალიან კარგი იქნება ბერბასთან შეხვედრა.მას აქვს დიდი ტალანტი და ძალიან დაეხმარა ჩვენ კლუბს.ჩვენ ყურადღებით უნდა ვითამაშოდ მის წინააღმდეგ.სასიამოვნოა ის, რომ მასთან შეხვედრა ისევ მოგვიწევს.”
მიუხედავად იმისა, რომ გიგზი და ბევრი ”იუნაიტედის” ფანი სულმოუთქმენლად ელის ბულგარელის ”ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნებას, იმედია ის ვერ დაეხმარება თავის ამჟამინდდელ კლუბს სერ ალექსის ბიჭების გამოდგებაში FA თასის გათამაშებიდან.”წითლებს” ეს თასი არ მოუგიათ 2004 წლის შემდეგ.
”ჩვენ არ მოგვიგია FA თასი თითქმის უკვე 10 წელია.-ამბობს რაიანი MUTV-სთან საუბარში-გუნდს ჰქონდა ფენომენალური რეკორდი 90-იან წლებში და ვეცდებით, ისევ გავიმარჯვოთ და გავახაროთ გულშემატკივრები.გუნდში არის ძალიან ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ მოგებული ბევრი ჩემპიონატი, მაგრამ FA თასი არა.გვწადია, ეს ტიტულიც შევმატოთ კლუბს.”