თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2016, 12:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2571,
კომენტარები: 4
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)
"ოლდ ტრაფორდზე" დაკარგული ორი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინაო კედლებში თავისთვის ყველაზე ხელსაყრელი მეტოქე ვერ დაამარცხა და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან.

შემადგენლობები

დისკვალიფიცირებული იბრაჰიმოვიჩის არყოფნაში თავდასხმაში მარკუს რეშფორდი უნდა დამდგარიყო, ხოლო ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზში კორექტივები ტრავმებმა შეიტანეს: ფელაინი, სმოლინგი და შოუ ვერ გამოჯანმრთელდნენ. რუნი, რომელმაც ნაკრებში მიიღო ტრავმა და სკანდალში გაეხვა, სრული მატჩის ჩასატერებლად მზად არ იყო, როგორც ჩანდა, ან უბრალოდ ასეთი ტაქტიკური ხედვა ჰქონდა მწვრთნელს - კაპიტანი სათადარიგოზე დარჩა და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ჯონსის დაბრუნების შემდეგ ჟოზე მოურინიო მის და როხოს წყვილს ამჯობინებს, რაც დეილი ბლინდის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ან ფლანგის მცველად გამოჩენას ნიშნავს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)
 
არსენ ვენგერს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია თავდასხმის ხაზის განლაგებით. "მეთოფეების" სერიოზულ დანაკარგს ექტორ ბელერინის ტრავმა წარმოადგენდა, რომელიც ჯენკინსონმა შეცვალა. 

მნიშვნელოვანი მომენტები

მე-7 წუთი

"იუნაიტედის" უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი "არსენალმა" შექმნა. უფრო სწორად, არა სახიფათო, არამედ პოტენციურად სახიფათო, რადგანაც სანჩესს ცუდი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ კარში რომ მოეხვედრებინა, ანგარიში უკვე მე-7 წუთზეც შეიძლებოდა გახსნილიყო.



საჯარიმოს ცენტრში ორჯერ წაგებულმა საჰაერო ორთაბრძოლამ დარტყმა გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩში "იუნაიტედი" მეორე ტაიმში დამაჯერებელი ვერ იყო, ამ კომპონენტში იბრაჰიმოვიჩსა და ფელაინიზე პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არსებობს.

35-ე წუთი

ტრავმის შემდეგ ანტონიო ვალენსია პირველად გამოჩნდა მოედანზე და დიდებული მატჩი ჩაატარა თავის ფლანგზე ზეწოლის მოხდენით. მატჩის ყველაზე საკამათო ეპიზოდის მთავარი გმირი სწორედ ეკვადორელი გახდა. 35-ე წუთზე მან მონრეალი მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა, მაგრამ მცველი თავდადებით ჩაუვარდა ფეხებში, რამაც საჯარიმოში წაქცევა გამოიწვია.



მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რითაც უკმაყოფილო იყო მოურინიო, ხოლო სარეზერვო მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ალბათ, ძლივს შეიკავა ღიმილი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


მე მიმაჩნია, რომ მარინერმა "არსენალი" და მონრეალი დაინდო, რადგანაც რთულია ამ მოქმედებისთვის კორპუსით თამაშის კვალიფიკაციის მიცემა, მცველი ხელს იყენებდა, ამავდროულად კი საჯარიმოში ეცემოდა, რასაც ანტონიოს წაქცევა მოჰყვა.


კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი მეორე ტაიმში შედგა: რეშფორდის დარტყმულის შემდეგ ბურთი მუსტაფის ხელზე მოხვდა.



პენალტი ისევ არ დანიშნეს, მაგრამ ამჯერად, როგორც მე მიმაჩნია, გადაწყვეტილება მართებული იყო, რადგანაც ხელი მარკუსის მიერ დარტყმული ბურთის ფრენის მიმართულებით არ მდებარეობდა, მხოლოდ მცველის კორპუსიდან რიკოშეტის შემდეგ მოხვდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


69-ე წუთი, მატას გოლი


"იუნაიტედმა" 69-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ჩვეულებრივ ასეთ ეპიზოდებს ჩვენი გუნდის კართან უფრო დაინახავთ, მაგრამ ამჯერად "იუნაიტედმა" შესანიშნავად ითამაშა და "არსენალის" პოზიციური შეცდომებით ისარგებლა.



როცა პოგბამ მიიღო ბურთი, მცირე მონაკვეთზე, ფლანგზე, სტუმრების ექვსი ფეხბურთელი შეიკრიბა, ხოლო "იუნაიტედის" ფეხბურთელებიდან მხოლოდ სამი იმყოფებოდა იქვე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


გასაკვირი არ არის, რომ ერერას კარგი ჩარბენისა და პოგბას პასის შემდეგ, საჯარიმოში თავისუფალი ზონები გაჩნდა. მატამ და რეშფორდმა აუცილებელი სივრცე მიიღეს. ერერას შორეულ ძელთანაც შეეძლო დაბალი ბურთის გადაგზავნა, სადაც მარკუსი შეძლებდა დარტყმას, მაგრამ პასი ხუანისკენ საყრდენ ზონაში წავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გოლი საკმაოდ ტიპიურია "იუნაიტედისთვის" - ჩვენს მოწინააღმდეგეებს არაერთხელ უსარგებლიათ მოედნის ჩვენს ნაწილში ბურთის შემოტანითა და საყრდენი ზონის შეცდომებით, ამჯერად კი "იუნაიტედმა" გამოიჭირა "არსენალი". სტუმრების მთელმა გუნდმა ითამაშა ცუდად ამ ეპიზოდში, "იუნაიტედის" ფეხბურთელები დაუფარავები არიან, მაგრამ საყრდენ ზონაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ელ-ნენის კისერზეა, თუმცა ის ნახევარპოზიციაში გაიჭედა.

***


გატანილი გოლის შემდეგ "იუნაიტედს" კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა კონტრშეტევით სტილში, მაგრამ შანსები უნიათოდ გამოიყენეს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი პოგბამ არასწორი პასით გააფუჭა.



დინამიკაში კარგად ჩანს, რომ ხუანს შესანიშნავი ტემპი აქვს და კარგი პასის შემთხვევაში (რაც რთულად შესასრულებელი სულაც არ იყო), ჩეხის პირისპირ შეეძლო გასვლა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ პოლმა ნელა იმოქმედა და რუნიზე გადაცემა არჩია, რომელიც თამაშგარეში იმყოფებოდა.

89-ე წუთი, ჟირუს გოლი

არსენ ვენგერმა ცვლილება გამოიცნო, რამეთუ სწორედ შეცვლაზე შესულმა ჟირუმ გაათანაბრა ანგარიში.

მარკუს რეშფორმა ფლანგზე ორთაბრძოლა ახლადშემოსულ ოქსლეიდ-ჩემბერლენთან წააგო, საჯარიმოში კი კოსელნიმ და ჟირუმ ჯონსსა და ვალენსიას აჯობეს.




დაკვირვება


მოწინააღმდეგე

"არსენალი" სულაც არ ჰგავდა გუნდს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება შეეძლო, მათი თამაშის შედარება "ენფილდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიზიტთან შეიძლება. თუ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, თუმცაღა სახიფათო მომენტების სიუხვის გარეშე, მეორეში, გოლამდე არსენ ვენგერის გუნდი დე ხეას კარს არც კი მიახლოებია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)

მეორე ტაიმის სტატისტიკა


მარკუს რეშფორდი

სიმართლე გითხრათ, შეტევაში ჟოზე მოურინიოს გეგმა სრულიად გასაგები არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში რუნის არყოფნისას წინ რეშფორდის დაყენება იქნებოდა ლოგიკური, როგორც იბრაჰიმოვიჩის პირდაპირი ცვლილება. თუმცა, მარკუსს ყველგან ვხედავდით, გარდა ცენტრფორვარდის პოზიციისა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


გასაგებია, რომ მოედანზე რუნის შესვლის შემდეგ მარკუსმა მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, მაგრამ მანამდეც უფრო ხშირად მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე იღებდა ბურთს და საჯარიმოში ჩაწოდებას ცდილობდა. მარჯვენა ფლანგიდან მოსაწოდებელ კუთხურებსაც მარკუსი ასრულებდა.

დიახ, მარკუსის გადაცემებზე გამოხმაურება პოგბას შეეძლო, მაგრამ რამდენიმე ისეთი ეპიზოდი იყო, როცა პარტნიორებს არ ჰყოფნიდათ ისეთი პარტნიორები, რომლებსაც მეკარის მოედნის ზონაში ჩაწოდებულზე რეაგირება შეეძლოთ.

ამ მატჩში რეშფორდის გამოყენება გაუგებარი და არაეფექტური იყო. არსებითად მარკუსს არც კი შეუცვლია იბრაჰიმოვიჩი, არამედ ამის ნაცვლად იგი იმასვე აკეთებდა, რასაც იბრაჰიმოვიჩის ყოფნის დროს. მთელი მატჩის განმავლობაში რეშფორდმა მხოლოდ ორჯერ მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმო მოედანში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


ცვლილებები

მატჩის მიმდინარეობისას განხორციელებულმა ცვლილებებმა საკმაოდ ძლიერი კორექტივები შეიტანეს, როგორც ეს ზემოთ რუნის შემოსვლის შესახებ ვთქვით, რომელმაც მარსიალი ჩაანაცვლა და რეშფორდი მარცხენა ფლანგზე გადავიდა; რუნი კი თავდასხმის ხაზში თამაშობდა და სწორედ ამ დროს, როცა გუნდს ცენტრფორვარდი გამოუჩნდა, "იუნაიტედი" ნამდვილად სახიფათო გახდა და ანგარიშიც გახსნა.

თუმცა, მოურინიოს ყველა ცვლილებას როდი დავახასიათებთ პოზიტიურად. თუკი ბლინდის შეყვანა დარმიანის ნაცვლად, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, ლოგიკური იყო, მატას შეცვლა შნეიდერლინით კითხვის ნიშანს აჩენს. გამარჯვების მომტანი შედეგის შენარჩუნების სურვილი ცხადია და მორგანიც უკეთ მოქმედებს დაცვაში, ვიდრე მატა, მაგრამ, პირველ რიგში, ხუანი კონტრშეტევების დროს აუცილებელ მხარდაჭერას აღმოუჩენდა გუნდს, მეორე რიგში, სტუმრები ამ ცვლილებამდე არცერთხელ დამუქრებიან დე ხეას კარს და დაცვის გაძლიერება ბალანსის დარღვევის ხარჯზე საკმაოდ საკამათო იყო.

მატის ცვლილების მომენტიდან გოლამდე "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ გადავიდა მეტოქის ნახევარზე და თითქმის ხუთი წუთი კარს იყო მიჯაჭვული. ეს მატჩის მიმდინარეობისასაც ჩანდა და ამას აჩვენებს 85-დან 90-მდე გადაცემების რუკა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


თუკი ხუანს მართლაც სჭირდებოდა შეცვლა, საუკეთესო გადაწყვეტილება მემფის დეპაის ან ეშლი იანგის შემოყვანა იქნებოდა, რათა შეტევისა და დაცვის ბალანსი არ დარღვეულიყო და რა თქმა უნდა, კარს არ მიჯაჭვებოდა გუნდი.

როგორც იტყვიან, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და "მანჩესტერ იუნაიტედს" რომ მოეგო, არა მგონია, ვინმეს გაემტყუნებინა მოურინიო მატჩის მიწურულს განხორციელებული ასეთი ცვლილებების გამო, მაგრამ "იუნაიტედმა" გაუშვა და უახლოესი დაკვირვებისას ვხედავთ, რომ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა და ბანალურ უიღბლობაზე ყველაფრის დაბრალება არ ღირს.

ცვლილებების თემა რომ დავხუროთ, აღვნიშნოთ, რომ ვენგერმა თავისი გუნდის შემტევი წყობა გაშვებული გოლის შემდეგ შეცვალა და შედეგად, სწორედ შეცვლაზე გამოსულმა ჟირუმ გაიტანა გოლი. ფსონი ზეწოლასა და მეორე სართულზე ჟირუს კარგ თამაშზე გაკეთდა, რამაც "არსენალს" "ოლდ ტრაფორდიდან" ცუდი თამაშის ფონზეც კი მისცა ერთი ქულის წაღების საშუალება.

განლაგება

ვგონებ, მოურინიომ მოედნის ცენტრში სწორი განლაგება იპოვა: კერიკი, ერერა და პოგბა აუცილებელი ბალანსის მიცემასა და როლების განაწილებას ახერხებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


"არსენალმა", რომელიც თავს იწონებს თავისი შეტევით, ვერაფერი აჩვენა მთელი თამაშის განმავლობაში და მოედნის ცენტრიც წააგო.

ცალკეულ შექებას იმსახურებს ანდერ ერერას თამაში და მისი ურთიერთგაგება პოლ პოგბასთან.



დასკვნა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კარგი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც შეეძლო. ვერ ვიტყვით, რომ "არსენალი" ფრისთვის ჩამოვიდა, მაგრამ შეტევაში უნიათოდ გამოიყურებოდა, რის მიზეზიც "იუნაიტედის" ცენტრალური ხაზის შესანიშნავი მოქმედება და თამაში გახდა. ამასთან, შეტევაში ფეხბურთელები აკლდათ, რომლებიც კომბინაციას დაასრულებდნენ, აკლდა იბრაჰიმოვიჩი, ხოლო რეშფორდი, რომელსაც ამ როლის შესრულება შეეძლო, ხშირად გვხვდებოდა მოედნის სხვა მონაკვეთებზე. სურათი უეინ რუნის შესვლამ შეცვალა, "იუნაიტედმა" უფრო მწვავედ შეუტია და გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს ზემდეტად ფრთხილმა თამაშმა საპასუხო გოლი გამოიწვია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას აგრძელებს, მაგრამ ქულებსაც კარგავს. სამწუხარო სახე აქვს სატურნირო ცხრილში მაღლა მყოფ გუნდებთან ნაჩვენები შედეგების სტატისტიკას: ოთხი შეხვედრიდან "იუნაიტედმა" ორი წააგო და ორი ფრედ დაასრულა.

ტოპ-კლუბების წინააღმდეგ ნაჩვენები საგანგაშო ტენდენცია მოურინიოს კარიერაშიც მოჩანს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (ტაქტიკური განხილვა)


გრაფიკში გამოყენებულია მატჩები "არსენალის", "ჩელსის", "ლივერპულის", "სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

ჩემპიონატი ნაწილობრივ აუტსაიდერებთან შეხვედრაში იგება, მაგრამ პირდაპირ კონკურენტებთან ასეთი ცუდი შედეგები გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს. პრემიერ ლიგაში ბევრი ძლიერი მწვრთნელია და მათთან გამარჯვებისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე უბრალოდ კარგი შემადგენლობა.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი


უნდა დანიშნულიყო პენალტი?

კი, ორივე ეპიზოდში
არა, არცერთ ეპიზოდში
პირველ ეპიზოდში კი, მეორეში - არა
პირველ ეპიზოდში არა, მეორეში - კი

სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2016 12:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერერას კარგი პასი გამოუვიდა, პოგბამ რო გააყოლა თითქოს ისე ჩანდა რომ დაინახა მატას მოძრაობა და იემდია ეგ პასი ზუსტად მაგისთვის იყო გამიზნული, მაგის მერე თავი არც აუწევია. ფაქტია რომ კერიკი, ერერა და პოგბა როცა დგანან უკეთესად თამაშობს გუნდი, ერერა პოგბას იმდენად აღარ უწევთ დაცვაზე ფიქრი და შედეგიც უკეთესია თამაშის მხრივ
2
№2
ავტორი: gache1991
22 ნოემბერი 2016 19:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მშვენიერია ავტორ.კარგად არი ნამუშევარი.ეს მომენტი პოგბამ არასწორად რო მიცაპასი ეგ ტამაშის დროსაც შევნიშნე და ვთქვი რო ძაან არასწორი გადაწყვეტლება ო..პესი ვისაც უთამაშია მიხვდება რო ერთი კამფეტივით სამკუთხედი და ეგ იყო:)))))))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 ნოემბერი 2016 19:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატას შეცვლით და საყრდენი ტიპის ნახევარმცველის შეყვანით მოურინიომ თავისი სტილი გამოაჩინა და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი დაიწყო. ესაა იმ გოლის მთავარი მიზეზი, საბაბი ამ შემთხვევაში დაცვის უნიათო თამაშია და რეშფორდის უძლურობა ჩემბერლენის წინააღმდეგ
0
№4
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2016 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor..ganxilva ra deda movu***it ubralod ar gagvimartla
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top