ჟოზე მოურინიო "არსენალთან" მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით გამოწვეული იმედგაცრუების დაფარვას დიეგო მარადონას დახმარებით ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ არგენტინელი ლეგენდისგან სატელეფონო ზარი მიიღო შაბათს ლანჩის დროს, როცა "მეთოფეებთან" მატჩი უკვე დასრულებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, გუნდმა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა. ეს ნიშნავს, რომ მოურინიოს ჯერ კიდევ არ მოუპოვებია გამარჯვება ცხრილში უფრო მაღლა მდგომი გუნდების წინააღმდეგ.
თუმცა, "იუნაიტედს" წინ მეტისმეტად გადატვირთული კალენდარი აქვს, ამიტომ მოურინიო შედეგის გამო გულხელდაკრეფილი ჯდომას არ აპირებს და ოჯახის, გულშემატკივრებისა და მარადონას დახმარებით ორშაბათიდანვე შეუდგება საქმეს.
მოურინიო თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "დიდებული მატჩის, მაგრამ ცუდი შედეგის შემდეგ მეფე დიეგოსგან სატელეფონო ზარი მივიღე... გრასიას ამიგო. შენთან, ჩემს ოჯახთან, ჩემს მეგობრებთან, ჩემს ფეხბურთელებთან "იუნაიტედის" საოცარ ფანებთან ერთად... ორშაბათს კვლავ მზად ვიქნები!!!"