"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მაიკლ კერიკთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა.
"ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემდეგ მოურინიოს ერთ-ერთ პირველ საქმედ ვეტერან ინგლისელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოგვევლინა. მიუხედვად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში კერიკი რეგულარულად ვერ ხვდება "იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამზე, ჟოზესთვის მაინც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კერიკის სამსახურზე უარის თქმას არ აპირებს. "მაიკლი 35 წლისაა. ძალიან რთულად გასაცნობიერებელია, რომ დრო ყოველი ჩვენგანისთვის მიფრინავს. ისეთი დიდებული ფეხბურთელია. მას ყოველთვის ვაღმერთებდი. სამწუხაროა, რომ მისი მწვრთნელი მხოლოდ მაშინ გავხდი, როცა 35 წლის არის, ნაცვლად იმისა, რომ 25 წლის ასაკში გამეწვრთნა.
კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს. ვიცით, როდის შეძლებს თამაშს. ვიცით, როდის არის მზად, ან როდის სჭირდება დასვენება. ამიტომ კვლავ მაქვს მისი იმედი და დიდი ალბათობით, მას კიდევ ერთი სეზონით დავიტოვებ", - განაცხადა მოურინიომ.