მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნატიედის" წინა ხაზზე ძალიან დიდი კონკურენციაა,მაგრამ ხავიერ ერნანდესი ყველაფერს აკეთებს გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის.მისმა შრომამ უკვე შედეგო გამოიღო და "წითელი ეშმაკების" ბომბარდირების სიაში მიმდინარე სეზონში მეორე ადგილს იკავებს 12 გოლით.
მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნატიედის" წინა ხაზზე ძალიან დიდი კონკურენციაა,მაგრამ ხავიერ ერნანდესი ყველაფერს აკეთებს გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის.მისმა შრომამ უკვე შედეგო გამოიღო და "წითელი ეშმაკების" ბომბარდირების სიაში მიმდინარე სეზონში მეორე ადგილს იკავებს 12 გოლით.
თქვენ თამაშობთ რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის გვერდზე და საინტერესოა გეხმარებათ თუ არა ეს განვითარებაში ?
ძალიან ბედნიერი ვარ,რომ მიწევს თამაში ისეთ მოთამაშეებთან,როგორიც უეინ რუნი და რობინ ვან პერსია.ისინი უკვე სრულყოფილი ფეხბურთელები არიან და ყოველთვის ბევრ რამე ვსწავლობ მათგან.იმის მიუხედავად,რომ კლუბში ძალიან დიდი კონკურენცია ჩემს პოზიციაზე მე ყოველთვის მზად ვარ იმ მომენტისთვის,როდესაც მენეჯერი მოდის ჩემთან და მეუბნება,რომ მოედანზე უნდა გავიდე.რუნი,ვან პერსი და უელბეკი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებით.უფრო ადვილია განვითარება,როდესაც შენს გარშემო მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან.
კერძოდ რას სწავლობთ ამ ორი ფეხბურთელისგან?
ყველა თავდამსხმელი და ყველა ფეხბურთელი ცდილბოს გუნდს წარმატება მოუტანოს.ყოველ ჩვენგანს გვაქვს ისეთი რაღაც,რომელიც გუნდს წინსვლაში ეხმარება,მაგრამ რობინ ვან პერსი და უეინ რუნი ეს უკვე სულ სხვა თემაა.ისინი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან.მათ აქვთ ყველაფერი ის რაც მსოფლიო დონის ფეხბურთელს სჭირდება.ყოველთვის მიადვილდება ამ ორი ფეხბურთელის გვერდით თამაში,რადგან რობინ ვან პერსი და უეინ რუნი მსოფლიოს ორი საუკეთესო ფორვარდები არიან.
მიმდიანრე სეზონში თქვენ უკვე გაიტანეთ 12 გოლი,რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი.12 გოლიდან 8 გაიტანეთ მოედანზე შემოსვილად 30 წუთის მანძილზე.როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს ?
ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ თუ შევხედავთ რობინ ვან პერსის სტატისტიკას მან მნიშნველოვანი გოლები გაიტანა "საუთჰემპტონის","ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.თუ ჩემს ისტორიას გადავხედავთ თითქმის ყველა გოლი მეორე ტაიმში მაქვს გატანილი.მე ნამდვილად ვერ ავხსნი ამას,რადგან ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება.ალბათ ეს ჩვენი გუნდის მენტალობაა,რადგან ჩვენ ყოველთვის გოლის გატანაზე ვფიქრობთ.არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გოლთ ვაგებთ ჩვენ ყოვლეთვის ბოლომდე ვბრძოლობთ და ეს არაერთხელ გამოჩნდა მიმდინარე სეზონში,როდესაც ჩვენ ვაგებთ 2 ბურთით ან თუნდაც 3 ბურთით ყოველთვის ვცდილბოთ გავიტანოთ პირველი გოლი,ამის შემდეგ ჩვენ გონებაში ერთი აზრი ტრიალებს,როდესაც ერთი გოლი გავიტანეთ ანუ შეგვიძლია მეორეც და მესამეც გავიტანოთ ეს რწმენის მაგვარია.მაგალითად,როდესაც ჩვენ "ნიუკასლთან" გავათანაბრეთ ანგარიში მე მჯეროდა,რომ მოვახერხებდით ამ მატჩში 3 ქულის აღებას.როცა მე გამარჯვების გოლი გამაქვს ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს,როდესაც ათიათასობით გახარებული ფანის თვალებს ხედავ.ჩვენი კლუბის ისტორია გვეუბნება,რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ და ყოვლეთვის ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ.
თქვენი გოლებიდან მიმდიანრე სეზონში ოთხი გამარჯვების გოლი გამოდგა,როგორც ფიქრობთ ამან რეპუტაცია მოგიმატათ ?
ალბათ ცოტათი... (იცინის).საერთოდ არ მომწონს,როდესაც ჩემს თავზე ვსაუბრობ,როდესაც მე გოლი გამაქვს მე ვფიქრობ გუნდის წარმატებაზე და არა ჩემს რეპუტაციაზე.ჩვენ ვართ თავდამსხმელები და ჩვენი სამუშაო სწორედ გოლის გატანაა,მაგრამ ჩვენი მიზანი არამარტო გოლის გატანაა.ჩვენ საჭიროების შემთხევაში ვიწევთ უკან და ვეხმარებით ნახევარმცველებს და მცველებს.მიმდინარე სეზონში ჩემთვის საუკეთესო მატჩი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ იყო,სადაც მე სამი ბურთის გატანა შევძელი,მაგრამ ოფიციალურად ორი გოლი ჩამეთვალა.რობინ ვან პერსის უკვე 20 გოლი აქვს გატანილი და როდესაც ის გოლს იტანს მე გულით მიხარია,რადგან თითოეული გოლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.იმის მიუხედავად,რომ ჩვენ მიმდინარე პრემიერ ლიგაში 56 გოლი გვაქვს გატანილი ჩვენ მაინც გვჭირდება გაუმჯობესება.
კონკრეტულად რა პოზიციას სჭირდება გაუმჯობესება?
ჩვენ ნამდვილად ბევრ გოლს ვუშვებთ,მაგრამ სამართლიანი არ იქნება თუ მე ვიტყვი,რომ ფორვარდები უკეთესად აკეთებნ საქმეს ვიდრე მცველები.მე ვარ თავდამსხმელი,მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მცველებისთვის დახმარების გაწევას.გუნდის ძალას ჩვენ ყველა ერთად წარმოვადგენთ და ამიტომ ჩვენ ერთად გავაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს.ჩვენ ამ წუთისთვის ნამდვილად კარგ პოზიციაზე ვართ,რადგან 7 ქულით წინ ვართ "მანჩესტერ სიტიზე",რაც საკმარისია იმისთვის,რომ სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის თასი ჩვენს ხელთ აღმოჩნდეს.ჩვენ ასევე შეგვიძლია FA CUP-ის თასის მოგება,რასაც ყველანაირად შევეცდებით.ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ტრებლის მოგებაა.შეიძლება ზოგმა თქვას,რომ ეს შეუძლებელია,მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ეს.
ფანების შეკითხვა - ყველაზე სწრაფი მოთამაშე ხართ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ?
ნამდვილად არ ვიცი.ვარჯიშის დროს ნათლად ჩანს,რომ ლუიშ ნანი,ანტონიო ვალენსია,დენი ეულბეკი და უეინ რუნი ძალიან სწრაფი ფეხბურთელები არიან.ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ,მაგრამ ალბათ ერთ-ერთი სწრაფი ფეხბურთელი ვარ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ალბათ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდები.ამის გასარკვევად ჩვენ შეჯიბრი გვჭირდება (იცინის).
რას იგრძნობ თუ მექსიკის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელებენ?
წინასწარ ამას ვერ გეტყვით,მაგრამ თუ ეს ნამდვილად მოხდება მე ძალიან ბედნიერი ვიქნები.ბოლო წლებში ჩემს ქვეყანაში სპორტი საგრძნობლად გაუმჯობესდა.ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები ოლიმპიადაზე ვაჩვენეთ,სადაც ფექბურთში ოქროს მედალი ავიღეთ.ჩვენ ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი გვყავს და ვფიქრობ მათ უფრო მეტი შანსი აქვთ ამ ტიტულისთვის.