თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2016, 14:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1799,
კომენტარები: 8
მატა ფრით დამწუხრებულია
ხუან მატა მატჩის შესახებ საუბრობს.
მატა ფრით დამწუხრებულია
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის გამართულ შეხვედრაში "წითელი ეშმაკების" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ხუან მატა თავის მწუხარებას არ მალავს მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამო.

ესპანელმა შეხვედრის მეორე ტაიმში გახსნა ანგარიში, როცა თავისი თანამემამულე ანდერ ერერას პასით ისარგებლა, მაგრამ "წითლებს" სულ მცირედი დააკლდათ გამარჯვებამდე, რამეთუ შეცვლაზე შესულმა ოლივიე ჟირუმ "არსენალს" ერთი ქულა მოუტანა.

მატას მიაჩნია, რომ მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ფრე არასამართლიანი შედეგი იყო.

"ერთი ქულა ავიღეთ, მაგრამ ეს ძალიან სამწუხაროა იმ თამაშის მერე, რაც ყველამ აჩვენა. მეორე გოლის გატანის და მატჩის მოკვლის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ეს პრემიერ ლიგაა, ეს ფეხბურთია და აქ ყველა ბოლომდე იბრძვის. ისინიც სწორედ ასე მოიქცნენ და მატჩის ბოლოს ერთი შანსი შექმნეს, ჟირუმ დიდებული თავური დარტყმა განახორციელა და ჩვენც მხოლოდ ქულა მივვიღეთ.

ვფიქრობ, ჩვენი მხრივ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და გულშემატკივარიც ვასიამოვნეთ. ტიპიური პრემიერ ლიგური თამაში იყო ემოციით, ვნებითა და გოლებით.

ბედნიერი უიქენდთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ახლა ვერ გვექნება. შეგვიძლია თამაშით ვიამაყოთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად სამწუხაროა",
- განაცხადა მატამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 ნოემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი ყველაზე დასანანი ფრე იყო ამ სეზონში. ძლივს კარგი თამაში ვაჩვენეთ და რა უაზროდ დაიკარგა ქულები
0
№2
ავტორი: shotkin
20 ნოემბერი 2016 14:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ტეხავს ჯერ მარტო ისფაქტორი რო ვერცერთ გუნდს ვერ მოუგო მანჩესტერმა რომელიც ტოპ 4 შია. 3 ზედიზედ ფრე სახლის თამაშებში სადაც 3 ვე უნდა მოგვეგო და 25 ქულით 2 ან 3 ზე ვიქნებოდით ეხლა. მაგრამ ეს რაც ხდება ვგულისხმობ "უიღბლოდ" დაკარგულ ქულებს და ვერმოგებულ მატჩებს ლოგიკურია იმიტორო გუნდი ჯერ იმ სიძლიერეს და იმ დონეს ვერ აჩვენებს რასაც უნდა აჩვენებდეს და ჯერ კიდე შენების პროცესი აქვს გუნდს და ეს ყველამ ვიცით, აწყობილი გუნდი ასეთ თამაშს აუცილებლად მოიგებდა და იმ 1 გოლს არ გაუშვებდა აი ფერგის გუნდი ასეთ 1:0 ებს ისე იგებდა ბოლო წუთებში პირიქით აქეთ ვუტევდით და მეტოქეს საშვალებას არ ვაძლევდით ჩვენი კარისკენ შტურმი მოეწყოთ, ამ თამაშში კარგად ითამაშეს უბრალოდ უფრო მეტი აგრესია იყო საჭირო და ტეხავს რო კარგი დამაგვირგვინებელი არ გვყავდა ისეთი კაცი ვინც თამაშს წაიკითხავდა და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებოდა (მახსოვს პოგბას გარგვევა და პრასტრელი საჯარიმოში სადაც კაციშვილი არიდგა და ესეთი რამეები მიანიშნებს იმაზე რო არ გაქვს შეტევაში საქმე კარგად) მთავარია გუნდა მოუმატოს და საჭირო ფეხბურთი აჩვენოს და მე პირადად წელს მეტია რაფერი მინდა , უბრალოდ მინდა რო წელსვე დავინახო იმ პოტენციალის მქონე მანჩესტერი რომელიც მომავალ წელს იბრძოლებს ყველა ტიტულისთვის ოღონდ ისე არა როგორც ამას არსენალი აკეთებს. ვიცი რო დღეს და ხვალ ეს გუნდი უცებ ვერ მოუმატებს მარა სადღაც მარტი აპრილისკენ უნდა იყოს გუნდი კარგად შეკრული რო ზაპხულის ტრანსფერებმა მხოლოდ გაგვაძლიერონ და ის ვინც აქამდე კარგად თამაშობდა მათ მხოლოდ დონე აიმაღლონ და რეგრესი არ განიცადონ.
პ.ს მსაჯებზეც მინდა 2 სიტყვა ვთქვა რა , აი მატას რატო მისცეს ყვითელი არვიცი მერე კიდე შეტევაში როცა გადავედით ერთ მომენტში ძალიან სახიფათო ჯარიმა დაფიქსირდა პოგბაზე ფაქტიურად საჯარიმოს ხაზთან და მსაჯმა მანჩესტერს თამაში გააგრძელებინა მაშინ როცა ბურთი მანნჩესტერს მოედნის ცენტრამდე ქონდა ატანილი და ჯარიმა არდადო მესმის ჯარიმა არდადო როცა მწვავე შეტევას განავრცობ და იქ შეიძლება გოლი გავიდეს და ამლოგიკით გააგრძელებინო მარა როცა სახიფათო ზონაში დაჯარიმდება ფეხბურთელი და იქ ჯარიმას არდებ ძალიან საეჭვოა ძალიან და უკვე ეჭვიც კი მაქ რო ინგლისში იმენა მანჩესტერს ებრძვის ვიღაც გავლენიანი ამ მსაჯების დახმარებით ჯერ 11 ტურია გასული და იმდენი რამეა გასახსენებელი რაც მსაჯებმა მიქარეს ჩვენ საწინააღმდეგოდ რო რავიცი, დროა ვიდეო რეფერი შემოიღონ თორე მაფიაა აშკარად გამეფებული ამ კუთხით
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბოლოს და ბოლოს უნდა გატყდეს ნავსი და ასეთი თამაშები უნდა მოიგოს გუნდმა, ჩვენი ნაკრებივით გახდა უკვე მანჩესტერი, კარგად ვითამაშეთ მარა ვერ მოვიგეთ derpwhy
0
№4
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
მჯერა რო მოვა გამარჯვებებიი love
0
№5
ავტორი: dybbuk
20 ნოემბერი 2016 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: გიორგი
მგონი ყველაზე დასანანი ფრე იყო ამ სეზონში. ძლივს კარგი თამაში ვაჩვენეთ და რა უაზროდ დაიკარგა ქულები

დასანანი ალბათ მხოლოდ იმ პონტში რო არსენალი იყო და უფრო მეტი სიხარულია როცა ესეთი დონის გუნდს ამარცხებ, თორე ბარნლის და სტოკს იმინა გადავურბინეთ მაგრამ შედეგი იქაც იგივე იყო, უიღბლობაცაა და ამასთან გუნდი შენების პროცესშია და ეძებს ძირითად თერთმეტეულს, მაგრამ მსაჯების ფაქტორი უკვე ნამდვილად თვალში საცემია
0
№6
ავტორი: REDmonday
20 ნოემბერი 2016 15:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
მანჩესტერი რო აგებდეს ასე თუნდაც 1-0 89 წუთზე შეუძლიატ გლის გატანა ბოლო წუტებზე ქულის აღება?
0
№7
ავტორი: mogeba
20 ნოემბერი 2016 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ravi megobrebo martla dan momewona tamashi da ti ase gagdeleben auculeblad sagzurs avigebt mao madloba ro kargi tamashi dade es mindoda igbalic mova male gadavtelavt sitis chelsis da liverpuls totznhems da arsenals pogba shzdis 'nel nela shediq formashi mata es 2 qula chatvale gvichuqnia asrenalistvis win eshlalunebo sacodavi vesstxemi unda gavglijot
0
№8
ავტორი: stepno
20 ნოემბერი 2016 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Uigbloba dzalian dagvchemda :(((((( imedia gadamwyvet momentshi chventan ikneba igbali
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top