22 წლის თავდამსხმელს, რომელსაც ძალიან სურს "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა, აცხადებს რომ, მისი გადასვლა "რიო ავეში" შესაძლოა, წარმატების მომტანი გამოდგეს მის კარიერაში.....
ბებე თვლის, რომ სერ ალექსი მას ძველებურად ენდობა და ცდილობს ბევრი რამ ისწავლოს ამ არენდის დროს: "სერ ალექსმა მთხოვა კლუბის მოძებნა, რომელშიც ყოველთვის მექნებოდა სათამაშო დრო. ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს, კარიერაში არ მიმართლებს. მე მივიღე მძიმე ტრავმა, რის შემდეგაც, სულ ცოტა ხნის წინ განვიკურნე. ახლა მე კარგად ვარ. კარგია, რომ ამ კლუბში გადავედი და თავიც გამოვიჩინე." – აცხადებს ბებე goal.com–თან.
ამავდროულად, "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, დავიდ გილმა დაადასტურა, რომ კლუბი ინტერესდება "კრისტალ პალასის" ვინგერით, ვილფერდ ზაჰათი: "ეს ერთ–ერთი მოთამაშეა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ამ დროისთვის ესაა, რისი თქმაც შემიძლია. ფეხბურთში დიდი ხანია ვტრიალებ და ვიცი, რომ არ შეგვიძლია რაღაცაზე დაზუსტებით თქმა, სანამ საქმე არ განხორციელდება. მოლაპარაკება, ჯერ დასრულებასთან ადრეა. მაგრამ თუ რაღაც მოხდა, ვილფრედი ჩვენთან ზაფხულში გადმოვა"