აარონ რემსის ახსნა, თუ რატომ აირჩია "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაცვლად, როცა ამის საშუალება ჰქონდა.
რემსი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როცა ინგლისის თასის ფინალში "პორტსმუთს" "კარდიფში" ასპარეზობისას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც "იუნაიტედმა", "არსენალმა" და დევიდ მოიესის "ევერტონმა" მას შეთავაზებები გაუკეთეს.
"წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა საიტმა ისიც კი დაწერა, რომ კლუბი "კარდიფს" თინეიჯერის სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდა, მაგრამ არდადეგებიდან სერ ალექს ფერგიუსონის ჩამოუსვლელობამ "არსენალს" უპირატესობა მისცა.
ფერგიუსონის არყოფნაში კარინგტონზე გიდობა გარი ნევილმა გაუწია რემსის, მაგრამ არსენ ვენგერის პირადმა დასწრებამ ახალგაზრდა უელსელზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "კარინგტონზე პირობების სანახავად წავედი, მერე კი არსენ ვენგერიც მოვინახულე. ის ბევრს ეცადა თავის კლუბში ჩემს გადასაყვანად. 17 წლის ასაკში პირადი თვითმფრინავით მის სასტუმროში გადაფრენა, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობდა), არარეალურად მომეჩვენა, მაგრამ სწორი არჩევანი გავაკეთე.
უბრალოდ "არსენალმა" და მწვრთნელმა უფრო მეტად მაგრძნობინეს, რომ ვჭირდებოდი", - განაცხადა რემსის.