თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2016, 15:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1978,
კომენტარები: 10
შესაძლოა, რუნიმ ნაკრების კაპიტნის სამკლაური დაკარგოს
ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის არასპორტული საქციელი საფეხბურთო ფედერაციის სასჯელის მიზეზად შეიძლება იქცეს.
შესაძლოა, რუნიმ ნაკრების კაპიტნის სამკლაური დაკარგოს
მიმდინარე კვირაში აგორებული სკანდალის საფუძველზე უეინ რუნი ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური შეიძლება დაკარგოს.

31 წლის ფეხბურთელმა უკვე მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ საქორწილო წვეულებიდან არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა და ამის ამსახველი ფოტოსურათები ინტერნეტ სივრცესა და ბეჭდურ მედიაში გავრცელდა.

წვეულება სწორედ იმავე სასტუროში გაიმართა, სადაც რუნის თანაგუნდელები შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის დროს გაჩერდნენ.

უეინი წითელი ღვინისა და ლუდის მიღების შედეგად დათვრა, რის შემდეგაც გამოწვევად იქცეოდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ მას ნაკრებში კაპიტნის სამკლაური შეიძლება ჩამოართვან.

Daily Mirror-ი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში მყოფ თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გარეთ საუთგეითი რუნის მხრიდან არასასურველი ქცევის მოწმე გახდა, რის გამოც მას საკუთარ ნომერში დაბრუნება მოსთხოვა.

რუნი საუთგეითს დაეთანხმა და ისე დაიჭირა თავი, თითქოს დასაძინებლად მიდიოდა. მაგრამ სინამდვილეში იგი ბარში ჩავიდა და დილის ხუთ საათამდე ერთობოდა.

შესაძლოა, რუნიმ ნაკრების კაპიტნის სამკლაური დაკარგოს


შესაძლოა, რუნიმ ნაკრების კაპიტნის სამკლაური დაკარგოს


გამომდინარე იქიდან, რომ რუნიმ ყურად არ იღო საუთგეითის მოთხოვნა, რომელიც მომდევნო დღის 2 საათზე აპირებდა ვარჯიშის გამართვას, რუნის კაპიტნის სამკლაური შეიძლება ჩამოართვან.

გარეთ საუთგეითს ამის უფლება შესაძლოა სრულიად მიენიჭოს, თუკი მას ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ჩააბარებენ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საფეხბურთო ასოციაციამ უკვე მოახდინა რეაგირება ამ სკანდალზე - ნაკრებში "მშრალი კანონი" ამოქმედდა, ხოლო ფეხბურთელებს თავისუფალი საღამოების თავის ნებაზე გატარება აეკრძალად.

წყარო: thesun
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: MR19
18 ნოემბერი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ცენზურა კაროჩE რა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
18 ნოემბერი 2016 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტიპს იმენა ცენზურა რასაც ქვია
1
№3
ავტორი: LASHQARA
18 ნოემბერი 2016 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
კაი რა თუ ჩემი ძმა ხარ ამხანაგურის დედა ვატირე გაერთო რა არასპორტული საქციელია ბაზარი არაა მაგრამ კაცური wink იმენა ჰენგოვერია wink am
0
№4
ავტორი: Lady in red
18 ნოემბერი 2016 15:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წითელი ღვინო და ლუდი რამ დაალევინა ერთად :-D :-D რუნის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევით ვითომ რამე ეშველება ინგლისის ნაკრებს? რუნიმ თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ პატარა ბავშვი არაა საუთგეითის მითითებით ემოქმედა როდის დაეძინა და როდის არა. ძალიან დიდი ზეწოლაა მასზე, მაგრამ ინგლისის ნაკრებში ახლა ვინც არიან იმათ რუნიზე მეტი გააკეთონ და მერე ჩამოართვან კაპიტნის სამკლაური, რაც არ მგონია ვინმემ ეს მალე მოახერხოს. ასე რომ, ზედმეტ მეტიჩრობას ამას ურჩევნია სხვა რამ მოაწესრიგოს ნაკრებში.
0
№5
ავტორი: Phil Jones
18 ნოემბერი 2016 16:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს თითქოსდა ცუდი ამბავია, მაგრამ "ხულიგანი" რუნი ყველას მოენატრა, შესაძლოა ისევ დაბრუნდეს მოედანზე ძველი რუნი!
0
№6
ავტორი: ikeoni
18 ნოემბერი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Amis gamo aravin chamoartmevs kapitnobas
0
№7
ავტორი: crawling
18 ნოემბერი 2016 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
საუთგეითს უთხრა კი კი ბაზარი არააო და ჩავიდა ქვემოთ დაიმხო თავზე ბარი პიანინოზეც დაუკრა მაგარი კაცია შრეკი lol
0
№8
ავტორი: Iunaitedi
18 ნოემბერი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რა ერთი ჭიქა ამას მაგდროს ჩანჩქერო როარემგეროს ვარიანტი არაა foreveralonehappy
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 ნოემბერი 2016 18:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ოჰოო აგორდა სკანდალი :D არამგონია ჩამოართვან
0
№10
ავტორი: - MEMPHIS -
18 ნოემბერი 2016 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
უეინ,ეგ არ უნდა გექნა მაგრამ, შენც ხო ადამიანი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top