ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვალი 18%-ით გაზარდა, რის შესახებ კლუბის მორიგი კვარტალური ფინანსური ანგარიში იუწყება.
როგორც ვიცით, Brexit-მა ძლიერი ზიანი მიაყენა ფუნტის კურს, ხოლო "ოლდ ტრაფორდული" კლუბის, როგორც საჯარომო კამპანიის ვალი, რომლის აქციებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა, დოლარებში ირიცხება, კურსის ცვლილების გამო გაიზარდა.
ამგვარად, 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით "იუნაიტედის" ვალი 338 მლნ. ფუნტით გაიზარდა. ამავე პერიოდში კი კლუბმა 120.2 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა (123.6 მლნ. ფუნტი ერთი წლით ადრე), ხოლო სუფთა შემოსავალმა ვალების დათვლამდე 31.2 მლნ. ფუნტი შეადგინა (41.6 მლნ. ფუნტი ერთი წლით ადრე), რაც საერთო ჯამში შეესაბამება "წითელი ეშმაკების" პროგნოზს და წლიური ფინანსური ჯამით რეკორდული შემოსავლის იმედს ტოვებს. "ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნამ ამ კვარტლის ფინანსურ შედეგებზე იქონია გავლენა, მაგრამ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია წელს რეკორდული შემოსავლის მიღება.
ამ კვარტალში ჩვენს გუნდს რამდენიმე სახელოვანი ფეხბურთელი შევმატეთ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ტიტულისთვის ბრძოლის სურვილს", - განაცხადა "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.